1 9 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნინო ჩხობაძე: "არემჯის" კეთილი ნება ეკოლოგიური აუდიტის ჩატარებაზე, მისასალმებელია"

აუდიტის ჩატარების მისაღები შედეგი იქნება ანგარიში, რომელშიც მოცემული იქნება კომპანიის მიერ სამთო მოპოვებითი საქმიანობის შედეგად გარემოზე ზეგავლენის ანალიზი და რეკომენდაციები.
როგორც საერთაშორისო კონკურსის გამოცხადებამდე, ისე ეკოლოგიური აუდიტის მიმდინარეობისას, პროცესების დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სხვა მარეგულირებელ სააგენტოებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა.
"გარემოს დაცვითი აუდიტი არ არის სავალდებულო არცერთი საწარმოსთვის "_ ასეთი განცხადება გააკეთა გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის – "დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ, კომპანია "არემჯი გოლდისა" და საყდრისის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრების შეხვედრაზე, სადაც გარემოს დაბინძურების საკითხებზე მსჯელობდნენ. შეხვედრაზე მოხდა გარემოსდაცვითი აუდიტის ტექნიკური დავალების საჯარო განხილვა.

აღნიშნული ეკოლოგიური აუდიტის ჩატარება სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფისა და შპს RMG Gold/სს RMG Copper-ის მოლაპარაკების საფუძველზე დაიგეგმა. საერთაშორისო გარემოსდაცვითი კომპანიის შესარჩევად შპს RMG Gold/სს RMG Copper-მა ტექნიკური დავალება მოამზადა.

აღნიშნული აუდიტის მიზანია უზრუნველყოს RMG Gold/RMG Copper-ის ეკოლოგიური მაჩვენებლებისა და მათი საქართველოს გარემოსდაცვით კანონმდებლობასა და საერთაშორისო მოთხოვნებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის დამოუკიდებელი შეფასება. 
კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის პროგრამების მენეჯერის კახა ბახტაძის აზრით, სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს აუდიტორული სამუშაოები, რითიც დადგინდება კომპანიის მიერ ისტორიული დაბინძურება, წყლის დაბინძურება, ჰაერის დაბინძურება, ნიადაგის დაბინძურება და ა.შ. 

თუმცა, ჩხობაძის თქმით:  "სახელმწიფომ საწარმოები გაათავისუფლა გარემოს ზემოქმედების შეფასების ჩატარებისგან. კანონის მიხედვით,  კომპანიას ვერავინ მოსთხოვს აუდიტის ჩატარებას და რა გადაწყვეტილებას მიიღებს,  მხოლოდ მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.  თუ კომპანია მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, მისასალმებელი იქნება."

"გარემოს დაცვამ  "არემჯის"  საწარმო და არამარტო ეს საწარმო, ყველა,  გაათავისუფლა გარემოს ზემოქმედებითი შეფასებითი პროცედურებიდან.   ახალი კარიერის გახსნა, არანაირი გარემოს  ზემოქმედების შეფასების პროცედურას არ ექვემდებარება. "არემჯის" სამინისტროში წარდგენილი აქვს გარემოს დაცვის შეფასება და განხილულიც იყო, რა გეგმები ქონდა კომპანიას.   ვიცი, რომ ეს  განხილვა ბოლნისშიც იყო.  ჩემი აზრით კარგი იქნება,  ეს დოკუმენტი ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, რადგან ის დოკუმენტი გაკეთებული იყო გარემოს დაცვითი აუდიტის გარეშე.

გარემოს დაცვითი აუდიტი არ  არის სავალდებულო არცერთი საწარმოსთვის. რადგან ეს არის ნება, კონკრეტული საწარმოსი. მართალია, ჩვენს კანონში არის აღრევა გარემოს ზემოქმედების შეფასების კანონში. ჩვენთან არის რომ არსებულ საწარმოებს უტარდებათ გარემოს ზემოქმედების შეფასება და ეს არის ნონსენსი. საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე."- განაცხადა ნინო ჩხობაძემ.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...