1 2 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დღეს RMG Gold/RMG Copper-ის გარემოსდაცვითი აუდიტის ტექნიკური დავალების საჯარო განხილვა გაიმართა

დღეს, 15 ოქტომბერს კომპანია RMG Gold/RMG Copper-ისა და სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფის მონაწილეობით, ბოლნისის რაიონში, დაბა კაზრეთში მდებარე სამთო კომპანიის შპს RMG Gold/სს RMG Copper-ის გარემოსდაცვითი აუდიტის ტექნიკური დავალების საჯარო განხილვა გაიმართა.

აღნიშნული გარემოსდაცვითი აუდიტის ჩატარება სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფისა და შპს RMG Gold/სს RMG Copper-ის მოლაპარაკების საფუძველზე დაიგეგმა და მისი მიზანია უზრუნველყოს RMG Gold/RMG Copper-ის ეკოლოგიური მაჩვენებლებისა და მათი საქართველოს გარემოსდაცვით კანონმდებლობასა და საერთაშორისო მოთხოვნებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის დამოუკიდებელი შეფასება. 


აუდიტის ჩატარების მისაღები შედეგი იქნება ანგარიში, რომელშიც მოცემული იქნება კომპანიის მიერ სამთო მოპოვებითი საქმიანობის შედეგად გარემოზე ზეგავლენის ანალიზი და რეკომენდაციები.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ აუდიტის მსვლელობისა და მისი საბოლოო  მიზნების შესახებ. კომპანია RMG Gold/RMG Copper-ი  მზადყოფნას გამოთქვამს, გარემოსდაცვითი აუდიტის მიმდინარეობისას პროცესში აქტიურად იყოს ჩართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სხვა მარეგულირებელი სააგენტოები და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებული ნაწილი.

 

აღნიშნულ აუდიტზე  ტენდერი, სავარაუდოდ,  ნოემბერში გამოცხადდება და მასში მონაწილეობას ნებისმიერი  გარემოსდაცვითი საკონსულტაციო კომპანია შეძლებს.

ტენდერის გამოცხადებიდან 1 თვეში  მსურველი კომპანიები უკვე საკუთარ წინადადებებს  წარმოადგენენ, რომლებსაც სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფისა და შპს RMG Gold/სს RMG Copper-ის წარმომადგენლები ერთობლივად განიხილავენ და გამოავლენენ გამარჯვებულ კომპანიას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...