1 1 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სოციალურ ქსელში მიყენებული შეურაცხყოფა, ან მუქარა დასჯადი ხდება

მრავლესობის წევრი მანანა კობახიძე  არ ეთანხმება იმ ექსპერტებსა და „ენჯეოებს“, რომელთა მოსაზრებითაც  გამოხატვის თავისუფლება შეზღუდული არ უნდა იყოს.

 კობახიძე მიიჩნევს, რომ სინამდვილეში ეს ჩარჩოებს  სცილდება და ზედმეტად შეურაცხმყოფელია.

 „იპოვეს ახალი სკანდალი „ნაციონალებმა“. ინტერნეტში გაავრცელეს ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის ფოტო, ქალს შეურაცხყოფას აყენებდნენ მიზანმიმართულად, რათა ვინმე წამოეგოთ პროვოკაციაზე.

 რა თქმა უნდა, ხელისუფლების წევრები ვალდებულები ვართ, კრიტიკა მოვისმინოთ, ბევრი რამ  ავიტანოთ. როცა პოლიტიკაში მიდიხარ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი სცდება ადამიანურობის ფარგლებს, უნდა აილაგმოს. მე ასეთი ჯგუფებისგან არ ვითხოვ განსაკუთრებულ ზრდილობას, ამაზრზენი სიბინძურე არ უნდა ვრცელდებოდეს.

 თან საკუთარი გვარ-სახელებით შემოდიან და აწყობენ პროვოკაციებს. მე ვერ დავეთანხმები იმ ექსპერტებსა და „ენჯეოებს“, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ თურმე უკიდეგანოა გამოხატვის თავისუფლება, თურმე ვიღაცეებს შეუძლიათ, ნებისმიერი სახის შეურაცხყოფა მოგვაყენონ და ჩვენ ეს უნდა ვითმინოთ.

 ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია. არსებობს ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი, რომელიც იცავს  ადამიანის უფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ამ მუხლსაც აქვს ფარგლები -  არ შეიძლება ადამიანს პირადი შეურაცხყოფა მიაყენო მუდმივად და ეს დარჩეს უპასუხოდ.

 შენ შეიძლება თქვა, რომ მანანა კობახიძე უნიჭო პოლიტიკოსია, ამაზე არავინ არაფერს ამბობს, მაგრამ, როცა უხამს გამონათქვამებზე გადადიხარ, ეს უკვე აღარ არის გამოხატვის თავისუფლება.

 ამ ახლად გამომცხვარ „ენჯეოებს“ იმაზე კი არ აქვთ პრეტენზია, საიდან მოდის სოციალურ ქსელში ამდენი ბოღმა და სიძულვილი, აქეთ მარიგებენ ჭკუას. ეს „ენჯეოები“ არის ნაცებისაგან შექმნილი, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობენ, ადამიანი წყობიდან გამოიყვანონ“, - განაცხადა კობახიძემ

 აღნიშნულ თემას შინაგან საქმეთ სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი გამოეხმაურა.

 „2013 წლის მაისში საქართველოს პრეზიდენტმა ხელია მოაწერა კიბერუსაფრთხოების სტრატეგიას 2013-2015 წლისათვის, რომელიც წარმოადგენს კიბერუსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელ მთავარ დოკუმენტს.

 სტრატეგიას გააჩნია სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურადაა გაწერილი დაგეგმილი ღონისძიებები.

 თუ ვინმემ ინტერნეტსივრცეში მოგაყენათ შეურაცხყოფა, ან დაგემუქრათ, თუ თქვენ გახდით კიბერთავდასხმის მსხვერპლი, ან ფლობთ ინფორმაციას კიბერდანაშაულის თაობაზე, გთხოვთ მიმართოთ განცხადებით პოლიციას, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონზე: 112- უფასო ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში, ტელ: 2 41 12 96; 2 41 17 67“, - განაცხადა გიორგობიანმა

 fmabkhazia.com

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...