1 5 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სასწრაფოდ : ხაშურის რაიონში ყირიმ-კონგოს ცხელებით სამი პაციენტი გარდაიცვალა

ხაშურის რაიონში, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 12 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა, ინფექციის გამოვლენიდან რამდენიმე დღეში კი, სამი პაციენტი გარდაიცვალა. 
ინფიცირებულთა შორის, ძირითადად, ის ადამიანები ჭარბობენ, ვისაც მსხვილფეხა რქოსან პირუტყვტთან აქტიური შეხება აქვთ. 
შექმნილ მდგომარეობას, ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, ეპიდემიურ აფეთქებად აფასებენ.
"იმდენად რთულია ხაშურში მდგომარეობა, რომ შეიძლება ითქვას, ეპიდემიურ აფეთქებასთან გვაქვს საქმე. ბოლო პერიოდში, 12 შემთხვევა დადასტურდა ლაბორატორიულად, ჩემი ინფორმაციით, სულ საქართველოში 15 ფაქტია დაფიქსირებული, როცა, აქედან, ამხელა პროცენტული მაჩვენებელი ხაშურზე მოდის, ბუნებრივია შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არსებობს. გარდა ამისა, სამი შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყველაფერს აკეთებს, მაგრამ მხოლოდ ეს ვერ იქნება საკმარისი, ზომების მიღება უნდა მოხდეს კომპლექსურად, სხვა უწყებებთან ერთად. ადრე, მსგავსი ინფექციების შემთხვევაში, იწამლებოდა კერები, პირუტყვის სადგომების დამუშავება ხდებოდა, ახლა კი, ეს ღონისძიებები აღარ ტარდება", - განაცხადა ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა დავით ჩიქოვანმა. 
გასული საუკუნის 40-იან წლებში, ყირიმში აღმოჩენილი ჰემორაგიული ცხელება ვირუსული ინფექციაა და ადამიანებზე ტკიპის ნაკბენით ვრცელდება. ხაშურის რაიონში ჩასულმა ენტომოლოგებმა დაავადების მატარებელი ტკიპები რამდენიმე სოფელში აღმოაჩინეს. 
ხაშურში დაფიქსირებული მძიმე სტატისტიკის ფონზე, როგორც ექიმი ქეთევან ჩიქოვანი აცხადებს, საავადმყოფოში პაციენტთა მიმართვიანობამ მკვეთრად იმატა. 
ტკიპის კბენის შედეგად დაინფიცირებული ბოლო გარდაცვლილი, სოფელ ტეზერის მაცხოვრებელი, მაყვალა შაინიძე, დღეს დაკრძალეს. აღნიშნული ქალბატონის გარდა, იგივე დიაგნოზით, ხაშურის რაიონში, ორი ქალბატონი 1 და 10 მაისს გარდაიცვალა.
მაღალი ტემპერატურა, თავბრუსხვევა, გაციების მსგავსი სიმპტომები, სისხლჩაქცევები, - ეს ის კლინიკური ნიშნებია, რაც ყირიმ-კონგოს ცხელებას ახლავს. სოფლებიდან ვაყა, ნარვანი, ტეზერი, ანტივირუსული თერაპიის კურსი, ინფექციურ სნეულებათა ეროვნულ ცენტრში, ამ დრომდე არაერთ პაციენტს უტარდება. ინფიცირებულთა შორის, ყველაზე პატარა პაციენტი 4 წლის ლიზი ლომსაძეა.interpressnews.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...