0 1 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Moneyman.ge-ის დირექტორი - ქეთი დარსაძე: კომპანიას აქვს ჯანსაღი ამბიცია, გახდეს თითოეული მომხმარებლის პირადი ფინანსური მეგობარი

სწრაფი სესხის მიღება ინტერნეტით, სახლიდან გაუსვლელად, 5 წუთში, ერთჯერადი ჯარიმების, ყოველგვარი საბუთების შეგროვების და რიგში დგომის გარეშე. საქართველოში ონლაინ-სესხების ბაზარზე მსხვილი ბრენდი - Moneyman.ge შემოვიდა. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი მზად არიან ბაზარზე ლიდერობისთვის. საქართველოში ონლაინ-სესხების ბაზარზე მსხვილი ბრენდის - Moneyman.ge-ის შემოსვლამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ სწრაფი სესხები საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია. მიუხედავად იმისა, რომ სწრაფ სესხებს საქართველოში უკვე რამდენიმე კომპანია გასცემს, ბაზარზე კვლავ არ ჩანს გამოკვეთილი ლიდერი. Moneyman.ge-ის დირექტორი - ქეთი დარსაძე აცხადებს, რომ კონკურენტული პირობები, დაგეგმილი ფასდაკლებები და წამახალისებელი აქციები კომპანია Moneyman.ge-ის ამ გზაზე გამარჯვებას აუცილებლად მოუტანს. - სწრაფი ონლაინ სესხი საბუთების შეგროვების, ბანკში მომქანცველ რიგებში დგომის, უზრუნველყოფისა და გირავნობის გარეშე. კიდევ რა გამოარჩევს თქვენი კომპანიის პროდუქტს, რომელსაც მომხმარებელს შესთავაზებთ? - Moneyman.ge მომხმარებელს რეალურად სწრაფ და შეღავათიან სესხს შესთავაზებს. Moneyman.ge-ის მომხმარებლები იგრძნობენ რეალურად სწრაფი სერვისის ეფექტურობას - განაცხადის შევსებიდან ზუსტად 5 წუთში მოთხოვნილი თანხა თავიანთ პირად ანგარიშზე ექნებათ. მოთხოვნილი თანხის ოდენობა 100 დან 700 ლარამდე იქნება. Moneyman.ge-ის აქვს ჯანსაღი ამბიცია და სურვილი, რომ ის გახდეს თითოეული მომხმარებლის პირადი ფინანსური მეგობარი. - შეგიძლიათ განუმარტოთ მკითხველს ტექნიკური ხასიათის დეტალები? ვგულისხმობ თანხის აღების პროცედურას... - იმისთვის, რომ დროებითი და მოულოდნელი ფინანსური პრობლემები მოიგვაროთ უნდა ეწვიოთ Moneyman.ge-ის საიტს, შეავსოთ აპლიკაცია და ზუსტად 5 წუთში მიიღებთ სასურველ თანხას. სასურველი თანხის მისაღებად თქვენ არ მოგიწევთ ბანკის რიგში დგომა, საბუთების შეგროვება, ქონების გირავნობა და ხელფასის ცნობის წარდგენა. Moneyman.ge სასურველ თანხას ადგილიდან გაუსვლელად დაგირიცხავთ თქვენივე ბარათზე. ამ თანხის ხარჯვა შეგიძლიათ სურვილისამებრ, გაანაღდოთ, გადარიცხოთ, განვადებით შეიძინოთ ნებისმიერი ნივთი, იშოპინგოთ ონლაინ და ა.შ. - რამდენად მიღწევადია მიზანი, რომ Moneyman.ge გახდეს თითოეული მომხმარებლის პირადი ფინანსური მეგობარი? - ვერ ვხედავთ შემაფერხებელ ფაქტორებს. კომპანიის ძლიერი მხარეები - საერთაშორისო გამოცდილება, პროფესიონალი კადრები და ფინანსური სიძლიერე წარმატების ერთ-ერთი გარანტია. ასევე, არსებობს მზარდი მოთხოვნა პროდუქტზე - ონლაინ სესხზე, რომელიც ძალიან მოქნილი და კომფორტულია. - სწრაფ ონლაინ-სესხებს კომფორტულობასთან ერთად ძვირადღირებულ პროდუქტად მიიჩნევენ. ამ თემაზე თქვენი პროფილის ორგანიზაციები საუბარს გაურბიან... - ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა ავარიდო თავი ამ შეკითხვას. სწრაფი ონლაინ-სესხი არ არის საბანკო პროდუქტი და მისი ღირებულების გამოსათვლელად საბანკო პროცენტის გამოთვლის „ფორმულა არ მუშაობს“. ონლაინ-სესხი არის მცირე ვადიანი, მომხმარებელი მას მხოლოდ ერთი თვით იღებს და მარტივად აგვარებს მოულოდნელ ფინანსურ პრობლემებს. მაგალითისთვის, თქვენ თქვენი ხელფასი გადაანაწილეთ იმ კონკრეტულ საჭიროებებზე, რომლებიც პროგნოზირებადი და დაგეგმარებადი იყო, მაგრამ მომდევნო ხელფასამდე გამოგიჩნდათ გაუთვალისწინებელი ხარჯი... ასეთ შემთხვევაში, Moneyman.ge-ის სწრაფი სესხი იქნება თქვენი სწორი გადაწყვეტილება. დროებითი ფინანსური პრობლემის მოსაგვარებლად ახლობლისთვის მიმართვა, დამეთანხმებით, არც თუ ისე სასიამოვნო პროცესია, მით უმეტეს, როცა ახლობლებს თქვენი დახმარება არ შეუძლიათ. სწორედ ასეთ სიტუაციებში Moneyman.ge გაგიწევთ ფინანსურ დახმარებას და თქვენ გათავისუფლდებით ყოველგვარი უხერხულობებისგან და რაც მთავარია, ყოველგვარი საბუთების, უზრუნველყოფის მოთხოვნისა და ბანკებში სიარულის გარეშე. Moneyman.ge ენდობა თავის მომხმარებელს და ძალიან სწრაფად ეხმარება მას. - გარდა საბაზისო პაკეტისა - ვგულისხმობ სწრაფი, შეღავათიანი სესხი 5 წუთში, რა იქნება ის დამატებითი აქტივობები, რომლებსაც მომხმარებლებს სთავაზობთ? - მზად გვაქვს სპეციალური შეთავაზებები, ფასდაკლებები, წამახალისებელი აქციები, რომლებიც ძალიან გაახარებს მომხმარებლებს. ამ აქტივობებით ჩვენი მომხმარებლები დარწმუნდებიან მათდამი ჩვენს გულწრფელ დამოკიდებულებაში. ისინი, რეალურად იგრძნობენ რომ Moneyman.ge არის მათი პირადი ფინანსური მეგობარი, რომელიც ნებისმიერ დროს მოუგვარებს მათ მოულოდნელ ფინანსურ პრობლემებს. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით: moneyman.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...