0 9 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„გორგია“ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდ სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტს ხსნის

სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „გორგია“ 25 ივლისს ამიერკავკასიაში ყველაზე დიდ ჰიპერმარკეტს ხსნის. გახსნის ცერემონია თბილისში, წერეთლის #140-ში, 12:00 საათზე გაიმართება. 13:00 საათზე ჰიპერმარკეტი ოფიციალურად გაიხსნება და კლიენტებს მოემსახურება. პირველი 500 მომხმარებლისათვის გორგიას სპეციალური საჩუქრები აქვს დაწესებული. ჰიპერმარკეტს „გორგიას“ მენეჯმენტთან ერთად, თბილისის არჩეული მერი - დავით ნარმანია გახსნის. ჰიპერმარკეტის გახსნას 100-მდე საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენლები დაესწრებიან. სტუმრები გერმანიიდან, იტალიიდან, თურქეთიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვლენ. 10 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ ჰიპერმარკეტში, მომხმარებელს 25 000-მდე დასახელების პროდუქტის შეძენა შეეძლება. „გორგიაში“ მისულ კლიენტებს იტალიაში, თურქეთში, გერმანიაში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებული პროდუქცია დახვდებათ. „ჰიპერმარკეტის გახსნა ბოლო წლებში ქვეყანაში სამშენებლო და სარემონტო მასალებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ჰიპერმარკეტში ასეულობით ახალი მიმართულება შევიტანეთ, რათა მომხმარებლისთვის მშენებლობა და რემონტი მაქსიმალურ კომფორტად ქცეულიყო. ჩვენ ერთ სივრცეში მოვაქციეთ ყველაფერი, რის შესაძენადაც მომხმარებელს სხვადასხვა მაღაზიებში და ბაზრობებზე სიარული უწევდა. ახალ ჰიპერმარკეტს სპეციალური საფასო პოლიტიკა აქვს და ჩვენ ასეულობით სამშენებლო და სარემონტო პროდუქტს საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად ვყიდით“,-აცხადებენ ჰიპერმარკეტ „გორგია“-ში. კომპანიის მენეჯმენტში განმარტავენ, რომ ჰიპერმარკეტის რეკონსტრუქცია ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი განახლებისთვის ათ მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდა. ჰიპერმარკეტის მაღალი სტანდარტების შესაბამისად მოწყობაზე, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი სპეციალისტები იღებდნენ მონაწილეობას. კომპანიის ინფორმაციით, ჰიპერმარკეტში 400-მდე ადამიანი დასაქმდა. ყველა მათგანმა შესაბამისი სასწავლო კურსი გაიარა. რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, ანალოგიური ჰიპერმარკეტების გახსნა მოთხოვნიდან გამომდინარე ბათუმსა და ქუთაისშიც იგეგმება. სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „გორგია 1995 წელს დაარსდა და დღესდღეობით ამ სფეროში ერთერთ ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. კომპანიის დისტრიბუცია მთელი საქართველოს მასშტაბით 800 მაღაზიას მოიცავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...