1 7 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დალეწილი ვიტრინები და ავტომობილები - არგენტინაში ფეხბურთის გულშემატკივრებმა არეულობა მოაწყვეს

ჩამოტვირთვა

სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ პოლიციელებსა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის მომხდარი შეტაკებებისას. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გერმანია-არგენტინის ფინალური შეხვედრის შემდეგ, რომელიც არგენტინელთა მარცხით დასრულდა, გულშემატკივრებმა ბუენოს-აირესის ქუჩებში მაღაზიის ვიტრინები დალეწეს, დაარბიეს ერთ-ერთი თეატრის შენობა, თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და პოლიციელებს და მათ ქვები და ბოთლები დაუშინეს. პოლიციამ საპასუხოდ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, 30-მდე გულშემატკივარი კი დააკავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები