2 3 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მარნეულის 57-ე და 25-ე უბნებზე არჩევნები გაყალბდა - შსს კადრებს ავრცელებს

ჩამოტვირთვა

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობდნენ 57-ე და 25-ე საარჩევნო საუბნო კომისიის შენობებში მყოფი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები, რომელთა უმრავლესობასაც ერთმანეთთან აკავშირებთ ნათესაური და ახლო მეგობრული ურთიერთობები. გამოძიებით დადგენილია, რომ N57 საარჩევნო უბანზე, საუბნო კომისიის წევრებთან და სხვა დამკვირვებლებთან ერთად გაყალბებას აწარმოებდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დამკვირვებელი ტალეხ ბინატოვი და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ვუგარ გოჯაევი. მათ მიერ არჩევნების გაყალბების მიზნით ბიულეტინების საარჩევნო ყუთში ჩაყრის ფაქტი ნათლად ჩანს ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ვიდეოფირზე და არ ჩანს 2014 წლის 16 ივნისს ნაციონალური მოძრაობის ლიდერის გიგი უგულავას მიერ გამართულ ბრიფინგზე ნაჩვენებ ვიდეო მასალაში, რომელიც მისი განმარტებით გადაიღო საარჩევნო უბანზე დამკვირვებლად მყოფმა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენელმა ანა გურგენიძემ. გამოძიებამ 18.06.2014 წელს წერილობით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ თავმჯდომარეს და საქმის ინტერესებიდან გამომდინარე მოითხოვა 2014 წლის 15 ივნისს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის #25-ე და #57-ე საარჩევნო უბნებზე განხორციელებული სრული ვიდეოჩანაწერის დედნები, რაც დღემდე არ მოუწოდებიათ. გამოძიებამ მოიპოვა და ექსპერტიზაზე წარადგინა ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვიდეო ჩანაწერი. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ „ვიდეოჩანაწერი წარმოადგენს მონტაჟს და არ წარმოადგენს ერთ მთლიან ნაწილს, სადაც ნათლად ჩანს ციფრული დამუშავების კვალი“. ასევე ნიშანდობლივია, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიკითხა „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენელი ანა გურგენიძე, რომელმაც განმარტა, რომ იგი პირადად არ ესწრებოდა გაყალბების ფაქტს და მან ჩანაწერი მხოლოდ არჩევნების დასრულების შემდგომ შემთხვევით ნახა, გამოძიებით კი დგინდება, რომ ანა გურგენიძემ არა შემთხვევით ნახა გავრცელებული კადრები, არამედ იგი გაყალბების პროცესში იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე და აკვირდებოდა პროცესს. აღნიშნულს მოწმეთა ჩვენებების გარდა ადასტურებს გავრცელებული ვიდეო - ჩანაწერი, კერძოდ ჩანაწერის 2 წუთსა და 45 წამზე ანა გურგენიძე თანამოსაუბრესთან რუსულ ენაზე მკაფიოდ წარმოთქვამს სიტყვებს რომ ის ჟურნალისტია თავისუფალი ზონიდან, რომლის მოსმენაც ყველა თქვენგანს დამოუკიდებლად შეუძლია ინტერნეტ სივრცეში და წარმოადგენს დამატებით მტიცებულებას, აღნიშნულ პერიოდში მის საარჩევნო უბანზე ყოფნისას. სხვა დამნაშავე პირების გამოვლენის და დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება . საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1643-ე მუხლით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები