1 4 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნარმანიამ გერმანელ ტურისტებს დედაქალაქის ძველი უბნების რეაბილიტაციის გეგმა გააცნო

ჩამოტვირთვა

დედაქალაქის ძველი უბნების განვითარებისა და რეაბილიტაციის გეგმა კოალიცია „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ ლაიფციგის უნივერსიტეტის არქიტექტორებს და სტუდენტებს ძველი თბილისის დათვალიერებისას გააცნო. თბილისის მერობის კანდიდატმა ტურისტებთან ერთად სოლოლაკისკენ ფეხით გაისეირნა და გზად სოფიკო ჭიაურელის სკვერში ყვავილების ფესტივალზე შეიარა. დავით ნარმანიამ გერმანელ ტურისტებს რუსთაველის გამზირზე გერმანელი არქიტექტორების მიერ აგებული შენობა-ნაგებობებიც დააათვალიერებინა. ექსკურსია გერმანელი არქიტექტორებისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა, როგორც მათ აღნიშნეს, დედაქალაქის განვითარების სამოქმედო გეგმა მათ ხედვას შეესაბამება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები