0 6 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უკრაინელი ხალხის არჩევანი - საპრეზიდენტო არჩევნებში პეტრო პოროშენკო ლიდერობს

ჩამოტვირთვა

უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ცესკო-მ ხმების ნახევარზე მეტი დათვალა. პეტრო პოროშენკო 53 პროცენტით ლიდერობს. მეორე ადგილზეა ტიმოშენკო 13 პროცენტით. მსოფლიო ლიდერებისგან პოროშენკო არამხოლოდ მილოცვებს, არამედ კონკრეტულ მხარდამჭერ გზავნილებსაც იღებს. თითქმის ყველა ლიდერი მილოცვის ტექსტში აღნიშნავს, რომ უკრაინას პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება. უკრაინაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ოფიციალური მოსკოვიც გამოეხმაურა. უკვე გაჟღერდა კრემლის ოფიციალური პოზიციაც. სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კრემლი პატივს სცემს უკრაინელი ხალხის ნებას და მზად არის მთავრობასთან და პეტრო პოროშენკოსთან ითანამშრომლოს. უკრაინელი ხალხის არჩევანს სოლიდარობა გამოუცხადა ყოფილმა პრეზიდენტმაც. იანუკოვიჩი ამბობს, რომ პატივს სცემს ხალხის არჩევანს, თუმცა მიაჩნია, რომ არჩევნების ლეგიტიმურობისთვის საჭირო იყო აღმოსავლეთ რეგიონების მონაწილოებაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები