1 4 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები 12 თვითმმართველ ქალაქში გაიმართება

ჩამოტვირთვა

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ერთმანეთის პარალელურად, საზეიმო ღონისძიებები დილიდან 12 თვითმმართველ ქალაქში გაიმართება. თბილისში ცენტრალური ღონისძიებები რუსთაველის გამზირზე, თავისუფლებისა და ევროპის მოედანზე ჩატარდება. გამოფენილი იქნება სამხედრო ტექნიკა, ასევე სპეციალურად მოწყობილ კარვებში სხვადასხვა უწყება ერთგვარ ანგარიშს წარმოადგენს. მოეწყობა სახალხო სეირნობა, ყვავილების ფესტივალი, ფოლკლორული ანსამბლებისა და ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტები. ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონია თავისუფლების მოედანზეა დაგეგმილი. ფიცის მიღებამდე მოეწყობა საჰაერო კომპოზიცია ვერტმფრენებით. თავისუფლების მოედნის თავზე სამი იროკეზი გადაიფრენს. ასევე, დაგეგმილია ფლეშმობი სახელმწიფო დროშებით. საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს პატაკს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ჩააბარებს. პირადი შემადგენლობა და მოწვეული სტუმრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ. ამის შემდეგ, სიტყვით გამოვა პრეზიდენტი, პრემიერი და თავდაცვის მინისტრი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები