0 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,საქართველომ გარე ზეწოლით არჩევანი არ უნდა შეცვალოს” - ჰერმან ვან რომპეი

ჩამოტვირთვა

27 ივნისი - უკვე ცნობილია თარიღი, როდესაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულება გაფორმდება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა თარიღი პირისპირ შეხვედრის შემდეგ დაასახელეს. ხელმოწერის ცერემონია ბრიუსელში შედგება. ირაკლი ღარიბაშვილისა და ჰერმან ვან რომპეის მოლაპარაკება ერთი საათის წინ დასრულდა, რის შემდეგაც მხარეებმა განცხადებები სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთეს. ჰერმან ვან რომპეიმ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირის ერთერთი უმთავრესი პარტნიორია. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით ქვეყანამ დაამტკიცა, რომ იზიარებს მთავარ ღირებულებებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობა, ქვეყნის გამოცდილება დემოკრატიული არჩევნების კუთხით. კიდევ ერთი თემა იყო რეგიონის უსაფრთხოება, ვითარება, რომელიც, შესაძლოა, საქართველოს წინაშე დადგეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები