0 2 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პრემიერმა კეხიჯვარში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრა

ჩამოტვირთვა

მთავრობის მეთაურმა ქარელის რაიონის სოფელ კეხიჯვარში ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათ გადაჭრის გზებზე ისაუბრა. მოსახლეობას ძირითადად გაზიფიცირების პრობლემა, ხიდების, ასევე დაწყებითი სკოლის რეაბილიტაციის საკითხი აწუხებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივებს რეგიონში მიმდინარე პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია და ხელისუფლების უახლოეს გეგმებზე დეტალურად ისაუბრა. პრემიერის ინფორმაციით, რეგიონში გარემონტდა ამბულატორიები, სოფელ ტყვიავში კი უახლოეს მომავალში ახალი საავადმყოფო აშენდება. ირაკლი ღარიბაშვილი სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსაც შეეხო და განაცხადა, რომ შიდა ქართლში 2014 წელს 75 ათასამდე მცირემიწიანი ფერმერი 8 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის სახელმწიფო დახმარებას მიიღებს.ამასთან, როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა,2013 წელს შიდა ქართლში გაიწმინდა და მოწესრიგდასაირიგაციო არხები, სამელიორაციოინფრასტრუქტურის ტექნიკური ექსპლუატაციის სამუშაოგეგმის ფარგლებში კი მილიონი ლარის სამუშაოები განხორციელდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წყალმომარაგების პრობლემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქსელის რეაბილიტაცია ყველა რაიონში ინტენსიურად მიმდინარეობს, რის შედეგადაც მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები