1 8 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მთავრობამ ვეტერანებისთვის და მარჩენალდაკარგული ოჯახებისთვის დახმარება გამოყო

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან ერთად, ვაკის პარკში შეკრებილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს შეხვდა და მათ ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი პირადად მიულოცა. ვეტერანებთან შეხვედრაზე პრემიერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან ერთად მივიდა. სიტყვით გამოსვლისას მან ფაშიზმზე გამარჯვების დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 9 მაისი ყველა იმ ადამიანის გამარჯვების დღეა, ვინც უდიდესი თავგანწირვის ფასად იხსნა კაცობრიობა ფაშიზმისგან. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს ვალზე ვეტერანთა წინაშე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები