1 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მორიგი გატაცება - საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ორი მოქალაქე დააკავა

ჩამოტვირთვა

მორიგი გატაცება, ამჯერად ხაშურის რაიონის სოფელ კლდისწყაროში მოხდა. საოკუპაციო რეჟიმმა ორი მოქალაქე დააკავა და ცხინვალის მიმართულებით წაიყვანა. ბესიკ გელაშვილი და გიორგი ხარაზიშვილი იმ დროს დააკავეს,როდესაც ისინი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად სოფელ თორჩანას ტერიტორიაზე ჯონჯოლის საკრეფად იმყოფებოდნენ. ეს უკვე გატაცების მეხუთე შემთხვევაა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ დროისთვის ცხინვალის იზოლატორში სულ 8 ადამიანია დაკავებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები