1 8 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ყვარლის გამგებელთან ერთად დაკავებულია კიდევ 16 პირი

ჩამოტვირთვა

დავით ქევხიშვილი პოლიციის სამმართველოშია გადაყვანილი, სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ხმაურდება. გამგეობის შენობაში პოლიციის საგანგებო დანაყოფები შეიყვანეს. სამართალდამცველები საკრებულოს წევრებს იცავენ, რომელთაც დღეს აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ.დღეს ინციდენტიც მოხდა, შეკრებილებმა საკრებულოს წევრებს კვერცხები ესროლეს. აქციის მონაწილეები საკრებულოს მოთხოვნას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ყვარლის გამგებელმა დავით ქევხიშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ქევხიშვილი „ქართული ოცნების“ წევრია, მას ახლა ოპოზიციასთან ერთად მისივე თანაგუნდელებიც უპირისპირდებიან და მის გადადგომას კატეგორიულად ითხოვენ. საკრებულოს წევრები აცხადებენ, რომ ქევხიშვილი, რომელსაც ამავე დროს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით აქვს წაყენებული, დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს. თავად გამგებელი კი სპეციალური კომისიის შექმნას და საქმის გამოძიებას ითხოვს. ამტკიცებს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები