0 6 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალი სავალდებულო საგანი საშუალო სკოლაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მეწარმეობა საშუალო განათლების სისტემაში სავალდებულო საგანი გახდება. სტრატეგიული დოკუმენტი, სახელწოდებით „შექმენი მომავალი“ მთავრობის მეთაურის დავალებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა და ის ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განიხილეს. სტრატეგიის თანახმად, პროექტი თავდაპირველად საპილოტე იქნება და საქართველოს მასშტაბით 2014-2015 სასწავლო წლიდან 100 სკოლაში განხორციელდება. პროექტის განხორციელებას ერთობლივად უზრუნველყოფენ განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები, ასევე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა. მეწარმეობა სკოლებში დღემდე არჩევითი საგანი იყო, თუმცა საგნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგი სავალდებულო გახდება და მოსწავლეები XI კლასში, კვირაში ორი საათის განმავლობაში ისწავლიან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სამეწარმეო განათლების შედეგად მოსწავლეებს მიიღებენ მეტ ცოდნას და გამოუმუშავდებათ უნარები, რათა მომავალში თავად გახდნენ მეწარმეები და დაასაქმონ ადამიანები. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროგრამის დეტალურ კონცეფციას პრემიერ-მინისტრს უახლოეს მომავალში წარუდგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...