1 9 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

ჩამოტვირთვა

თბილისის რამდენიმე რაიონს სარემონტო სამუშაოების გამო დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება . "თელასიდან" ინფორმაციით 10:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კოსტავას, ბენდელიანის, ბოჭორიშვილის, ოჟიოს, ბერბუკის, აფაქიძის, კვერნაძის, კოდორის და ალმასიანის ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 10:00-დან 15:00 საათამდე ვაჟა-ფშაველას I შესახვევის და ვაჟა-ფშაველას II კვარტლის მოსახლეობას. ქვესადგურ "აეროპორტში" სარემონტო სამუშაოების გამო 10:00-დან 16:00 საათამდე გაითიშება კახეთის გზატკეცილი, ლილოს დასახლება, იუმაშევის და მიმდებარე ქუჩები. სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები