1 8 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"რეალი" და "ბარსელონა" გიორგი ლორიათი დაინტერესდნენ

ჩამოტვირთვა

მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიათი დაინტერესდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა "დეფენსასენტრალი" ავრცელებს . გამოცემის ინფორმაციით, გიორგი ლორიას ბრწყინვალე თამაში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ არ იყო დიდი სიურპრიზი მადრიდის "რეალისთვის". როგორც გამოცემა იუწყება, ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულს მადრიდის გუნდი დაინტერესებული იყო ქართველი მეკარით, როდესაც გუნდიდან სათადარიგო მეკარე ანტონიო ადანის შესაძლო წასვლაზე იყო საუბარი. "ლორიამ თავისი ბრწყინვალე თამაშით ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ საფეხბურთო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. დღეს გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" თამაშობს. თუ ანტონიო ადანი მომავალ ზაფხულში გუნდიდან წასვლას გადაწყვეტს, ლორია საუკეთესო არჩევანი იქნება "რეალისთვის". გიორგი ლორია 26 წლისაა და როგორც ესპანეთთან თამაშისას ვნახეთ, მეკარისთვის ისეთი საჭირო თვისებები გააჩნია, როგორიც სისხარტე, რეაქცია და თავდაჯერებულობაა. თან ისეთ ასაკშია, რომ კიდევ დიდხანს შეძლებს მაღალ დონეზე თამაშს", - აღნიშნავს " გამოცემა. მისივე ცნობით, ლორიათი არა მხოლოდ მადრიდის "რეალი", არამედ "ბარსელონაც" არის დაინტერესებული. კატალონიური გუნდის მთავარ მწვრთნელ ვილანოვას არ სურს სათადარიგო მეკარე პინტოსთან კონტრაქტის განახგრძლივება. რაც შეეხება გიორგი ლორიას ტრავმას, რომელიც მან ესპანეთთან შეხვედრისას მიიღო, როგორც ლორია პირად ”ფეისბუქზე” წერს, მუხლის დაზიანების შესახებ საბოლო პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები