2 3 : 3 3
 
2012-08-22 10:20:35 ჩამოტვირთვა
|
ლეიბორისტ ჩიტაურს მეოცნებეები ავიწროვებენ
ამბები
2012-08-22 10:20:35
ლეიბორისტ ჩიტაურს მეოცნებეები ავიწროვებენ
ის, რომ ქართული ოცნება წინასაარჩევნო კამპანიას ბინძური მეთოდებით აწარმოებს, ახალი ამბავი არ არის. საზოგადოებისთვის ისიც კარგად ცნობილია, რომ ოცნებელები პოლიტიკური ოცნებების ასრულებაში კონკურენტებს ხელს ღიად უშლიან.

ლეიბორისტული პარტიის თიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატს გიორგი ჩიტაურს ქართულმა ოცნებამ, გადასვლის სანაცვლოდ 10 000 ლარი ჯერ კიდევ მაშინ შესთავაზა, სანამ პარტია ჩიტაურის კანდიდატურას ოფიციალურად დაასახელებდა. უარის მიღების შემდეგ კი გაწბილებულმა ოცნებამ ჩვეულ ხერხს მიმართა და ახალგაზრდა მომღერალი ხან ქურდობაში, ხან კი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის არსებობაში დაადანაშაულა.

ლეიბორისტების კანდიდატი ამბობს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები მასზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახორციელებენ. თიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი, ყოფილი დეპუტატი და ქართული ოცნების ოფისის ხელმძრვანელი თამაზ მეჭიაური, ქართული ოცნების წევრი მალხაზ დავითაშვილი, ერწოს ზოლის კოორდინატორი ალექსი ქავთარაძე, ეს იმ ადამიანების არასრული ჩამონათვალია, რომელბსაც ჩიტაური წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის მცდელობაში ადანაშაულებს. თუმცა ჩიტაურმა ჩვენთან საუბრისას ვრცელ ჩამონათვალს, ერთ-ერთი ჟურნალისტის და ბიძინა ივანიშვილის სოციალური ქსელის გვერდის ადმინისტრატორის, გიორგი უძილაურიც გვარიც მიამატა.

ქართული ოცნების თიანეთის ოფისში მისულ ჩვენს გადამღებ ჯგუფს, ოცნების წევრები ჩვეულ ამპლუაში დაგხვდნენ. ჭამა-სმის პერიოდში გადაღების უფლება,რომ არ მოგვცეს მასპინძლობა მეორე სართულზე, სწორედ იმ მრგვალ მაგიდასთან გაგვიწიეს, სადაც თიანელი მეოცნებეები დიადი ოცნებების ასრულების გეგმებს სახავენ. ეს კი მალხაზ დავითაშვილია, ამბობს,რომ შტაბის უფროსად რამოდენიმე დღის წინ დაინიშნა, თუმცა ყველასთვის ცნობილია, რომ ქუცნაშვილმა ეს თანამდებობა სახალხოდ თამაზ მეჭიაურს მიანიჭა, რომელმაც საკუთარი კანდიდატურა ცოტახნის წინ სწორედ ქუცნაშვილის სასარგებლოდ მოხსნა. თიანეთში იმასაც ამბობენ ,რომ არ არის გამორიცხული მეჭიაურმა საკუთარი კანდიდატურა კვლავ წარადგინოს. ოცნების ოფისში მეჭიაური მართლაც არ დაგვხვდა. დავითაშვილმა კი ჩიტაურის ბრალდებას უპასუხა.

ეს ქალბატონი ოცნების პრესსპიკერად გაგვეცნო, ინტერვიუს მსვლელობისას არც დავითაშვილის სიტყვების გაკონტროლებას მორიდებია და ჩვენს გადამგებ ჯგუფსაც ტერიტორიის დატოვება მაშინვე უბრძანა როცა დავითაშვილმა მრგვალ მაგიდასთან ჩვენთან ოცნება დაასრულა. სულ ცოტახანში კი itv-ის გამოჩენით გაღიზიანებულმა ქალბატონმა ჩვენს დასაფიქსირებლად პატარა მოეცნებე მოავლინა.

ის რომ სოფლებში ჭორი მალე ვრცელდება ამ ქალბატონმა დაგვიდასტურა, ჩვენი გადამღები ჯგუფი ჩიტაურის მშობლიურ სოფელშიც ჩავიდა.

თვითონ ლეიბორისტების კანდიდატი კი ქართული ოცნების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის და წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის გაგრძელების შემთხვევაში, ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის ზაქარია ქუცნაშვილის წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.
კომენტარები
21 აგვისტო, 2012 წელი. 17:38
სუფტა ფულის მუტაქის მასხარები რა !
21 აგვისტო, 2012 წელი. 17:51
იბანას ყველა მხრიდან დარხეული აქვს-ლეიბორისტებიც კი მაგაზე მეტ ხმებს მოაგროვებენ....
იაკა
21 აგვისტო, 2012 წელი. 17:52
ხარხარი მინდება:D:D:D:D:D:D:D:D:Dერთ წინადადებას ვერ ამბობს გამართულად და მოინდომა პოლიტიკოსობა:D:D:D:D:D:Dარ გინდა გიორგი,სიმღერა უკეთესად გამოგდის,დამიჯერე;)
კურიოზა
21 აგვისტო, 2012 წელი. 18:14
იაკა, იყოს რა დაანებე თავი. ხმებს ხო წაართმევს ცოტას მაინც
ნინი
21 აგვისტო, 2012 წელი. 19:02
რეებს როსშავას.რეკლამას იკეთებს
ირა
21 აგვისტო, 2012 წელი. 21:14
ვის რათ უნდა ეს საცოდავი ვითომ მომგერალი.რა სასაცილოა პული შესტავაზეს და არ აიგოო. ხააა ხაა
გიგა ბეთანელი
22 აგვისტო, 2012 წელი. 00:06
ვაა,სიმონ,რა მაგარი სტოიკი ტიპ...შა ყოფილხარ,ტოოო ! ვის,რად,სად სტენიხარ კიკუ?
მოხალისე
22 აგვისტო, 2012 წელი. 12:43
ეგ ლეიბორისტი ჩიტაური მეოცნებეებს ლულ ცჰიტზეც კიდიათ, ავიწროვებენ არაის კიდევ.............
22 აგვისტო, 2012 წელი. 12:44
ჩიტაური დაიკიდე მეოცნებეები, განსაკუთრებით მეჭიაური, ციხეში ნაჯდომია, ფულის მოტეხვის გამო, ედიკას დროინდელი პოლიტიკოსია, პრობკასავიტაა, ყველგან ერჭობა
თაკო
22 აგვისტო, 2012 წელი. 14:21
ბევრის სიყვარული დაკარგე პოლიტიკაში წასვლიით ჩემო კარგო გიოო!!!! სამწუხაროა
22 აგვისტო, 2012 წელი. 16:59
ჩიტაური გაბანძდი!!!
ვაითქვენს პატრონს
23 აგვისტო, 2012 წელი. 01:05
რამგაგაბოროტათ ასე ახალგაზრდა კაცია და მისი პოლიტიკური კურსი ასეთია რომ ემღერა მილიარდელისთვის მაშინ კარგი ტიპი იქნებოდა თუ როგორაა
მაკა
23 აგვისტო, 2012 წელი. 11:46
მეოცნებეები მართლა ავიწროვებენ თავიანთ ოპონენტებს მეც ბევრი მაგალითი ვიცი :( მისას ოცნება უფრო არის ვიდრე ხალხის :( ბიძინას არ აგებინებენ გარშემო რა ხალხი ჰყავს შემოკრებილი :( 10 000 კიდევ ცოტა შეუთავაზებიათ :) ქუცნაშვილმა აქამდე თიანეთი სად იყო ის არ იცოდა ეხლა დეპუტატობა მოინდომა?ადგილობრივი კადრი უნდა იყოს კანდიდატი და დეპუტატიც რომ ხალხზე იზრუნოს
კატო
23 აგვისტო, 2012 წელი. 19:09
რა საცოდავი ხარ გიორგო
მე მთიული ვარ
24 აგვისტო, 2012 წელი. 12:48
საინტერესო ისაა რომ ოცნების მაჟორიტარების სიაში ისეთი გვარებია (მეჭიაური,ქუცნაშვილი და ბევრი კიდევ სხვა..)შევარდნაძისდროინდელი ჩინოვნიკები, რომელთა მმართველობის დასამხობად იბრძოდა იმ ხალხის 90% ვარდების რევოლუციის დროს,დღეს ისევ მათი მოსვლისთვის იბრძვიან..
ბლა ბლა
26 აგვისტო, 2012 წელი. 16:02
ქუცნაშვილი და მეჭიაური შევადრნაძის დროინდელი ჩინოვნიკებია ხო? მთელს თიანეთში ვერ იპოვით ადამიანს ცუდი რომ გითხრან მაგათზე... ეხლა ვინც დაგვასვეს თავზე აბაშვილი იმაზე კი იცოცხლე იმდენ კარგს ვერ გეტყვიან რამდენსაც ცუდს. თიანელებმა ვიცით რაც უნდა გავაკეთოთ და გვაცალეთ რა... ჩემი ერთი ხმა ოცნებას!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს, 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



მედიაკლუბი
გამოკითხვა
ვანო მერაბიშვილის დაკავება არის თუ არა პოლიტიკური დევნა?
ხმის მიცემა   რეზულტატი
ყვითელი ზონა
დიასპორა
ვოპსპოპი
 მთავარი |  სიახლეები |  გადაცემები |  პოლიტიკა |  ეკონომიკა |  საზოგადოება |  კულტურა |  სპორტი |  მედიაკლუბი |  კითხვის ნიშანი |  ყვითელი ზონა |  Weekend |  უცხოეთი |  მთავარი თემა |  ქუდიანი კაცი |
ვიმეგობროთ Facebook-ზე
დახურვა X