0 4 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალგაზრდა მთამსვლელთა საერთაშორისო ფესტივალი სვანეთში

ჩამოტვირთვა

ზაფხულის დადგომასთან ერთად, ექსტრემალური სპორტისა და ადრენალინის მოყვარულებმა სვანეთისკენ აიღეს გეზი. შეჯიბრება მეკლდეურობაში, საფეხმავლო ტურისტული მარშრუტის გავლა შხარის მყინვარამდე, ასვლა მწვერვალ თეთნულდზე – ასეთია ახალგაზრდა მთამსვლელთა ფესტივალის პროგრამა; 18– 23 ივლისს სვანეთში პირველი მთამსვლელთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ახალგაზრდულ ფესტივალში ქართველ სპორტსმენებსა და სპორტის მოყვარულებთან ერთად აზერბაიჯანისა და უკრაინის მთამსვლელები მიიღებენ მონაწილეობას. ფესტივალის ახალგაზრდა მონაწილეებმა დღეს „აიტივისთან“ საუბარში აღნიშნეს, რომ მოუთმელად ელიან, კავკასიონის ერთ–ერთი ულამაზესი მწვერვალის, „სვანეთის პატარძლის“ – თეთნულდის მონახულებას. ასე, რომ სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებს წინ ულამაზესი დღეები ელით, ფესტივალის ორგანიზატორები კი დარწმუნებულნი არიან, რომ მთამსვლელთა საერთაშორისო ფესტივალის ჩატარება ჩვენს ქვეყანაში ტრადიციული გახდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები