1 7 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ფიფას პასუხი აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკას

ჩამოტვირთვა

აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის თვითმარქვია ხელისუფლების არასერიოზულ სურვილებს ამჯერად საერთაშორისო სპორტული საზოგადოება უპირისპირდება. როგორც ცნობილია, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ 25 მაისს ფიფას პრეზიდენტს იოზეფ ბლატერს ოფიციალური წერილით მიმართა, რომელიც ფეხბურთში საერთაშორისო მატჩების ორგანიზების შესახებ აფხაზური მხარის არაკანონიერ სურვილს გამოხატავდა. აფხაზური მხრიდან ამ უკანონო სურვილის გამოხატვის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მკაფიოდ დააფიქსირა ქართული მხარის პოზიცია; ქართული მხარე მთლიანად გამორიცხავს საქართველოს რეგიონის - აფხაზეთის ფიფას იურისდიქციაში შესვლას და ამ რეგიონის ნაკრების მიერ ფიფას ეგიდით საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობას – ნათქვამია ქართული მხარის ოფიციალურ განცხადებაში. დღეს აღნიშნულ წერილს ფიფას მხრიდან გამოხმაურება მოყვა. ფიფა-ს ამ დროისათვის "აფხაზეთის რესპუბლიკისგან" საერთაშორისო მატჩების ჩატარებასთან დაკავშირებით არანაირი სახის ოფიციალური განაცხადი არ მიუღია" – ნათქვამია ფიფას გენერალური მდივნის ჟერომ ვალკეს ოფიციალურ წერილში. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, წერილში აღნიშნულია, რომ კოსოვოს შემთხვევა, რომლითაც აფხაზური მხარე ხშირად აპელირებს, რადიკალურად სხვა სახის გარემოებაა, რომელიც აფხაზეთის საქმის ანალოგიას არ წარმოადგენს და ფიფას მიერ იდენტური გადაწყვეტილების მისაღებ მაგალითად არ გამოდგება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მსოფლიო საფეხბურთო ოჯახის მთავარი ორგანოს პოზიციას მიესალმება და იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი ტიპის უკანონო მოთხოვნები, აფხაზეთის, როგორც საქართველოს განუყოფელი რეგიონის მხრიდან აღარ დაფიქსირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები