2 3 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იაპონიის ჩემპიონი კარატეში ქართველი გახდა!

ჩამოტვირთვა

სულ 18 წლის არის, მსოფლიო კი უკვე გააოცა. დღეს ჩვენ პატარა ჩემპიონზე გიამბობთ. კარატისტთა ჯგუფ „წმინდა გიორგის“ წევრმა ლაშა ოზბეთელაშვილმა იტალიაში ევროპის ჩემპიონატზე, რომელშიც 30 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ წარმატებით იასპარეზა და ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. უკვე ექვსი წელია რაც კარატეში სისტემატიურად ვარჯიშობს, პირველ წარმატებას ერთი წლის წინ ამომავალი მზის ქვეყანაში მიაღწია. ლაშა პირველი არაიაპონელია, რომელიც იაპონიის ჩემპიონი გახდა. ამბობს, რომ ეს სპორტი ძალიან უყვარს, მისი ცხოვრების ნაწილია და არასოდეს შეჩერდება. ლაშას წარმატებაში დიდი წვლილი სეისბუკაი კიოკუშინ კარატეს ფედერაციის პრეზიდენტს გოჩა კაკაბაძეს მიუძღვის. ამბობს, რომ ლაშას წარმატებაში ეჭვიც არ ეპარებოდა. ყველაზე მეტად კი, რაღა თქმა უნდა ნორჩი სპოტსმენის დედა განიცდის; ქალბატონი ანა ამბობს, რომ ლაშას წარმატებები ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული, პრობლემები ძირითადად ფინანსური ხასიათისაა. თუმცა, ოჯახი ყველანაირად ცდილობს ლაშას წარმატებისკენ მიმავალ გზაზე დაეხმაროს. ახალგაზრდა კარატისტმა გვითხრა, რომ რამდენიმე ილეთი ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, მაინც, თავდაცვის მიზნით. არ ვიცი, მე ამ სიუჟეტის ავტორი როგორი მოსწავლე ავღმოჩნდი, თუმცა ჩემპიონის შექება დავისმსახურე და იმედია, ცხოვრებაში ყოველი შემთხვევისთვის ნასწავლი ილეთების გამოყენება არ დამჭირდება. ეს ნახევრადხუმრობით, „აიტივი“ ლაშას წარმატებებს უსურვებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ახალგაზრდა ნიჭიერი და უკვე წარმატებული სპორტსმენით უახლოეს მომავალში სპორტის მხურვალე გულშემატკივრები დაინტერესდებიან და ლაშას გვერდით დაუდგებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები