1 8 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უსინათლო ქართველმა მოცურავემ იტალიაში ოქროს მედალი მოიპოვა

ჩამოტვირთვა

ის, რომ უსინათლოა, 28 წლის ნიკა თვაურს წარმატებისკენ სწრაფვაში ხელს ვერ უშლის. ნიკა სპორტსმენია, მოცურავე, ამჯერად უკვე წარმატებული. სიმაღლეების დაპყრობის დაუოკებელი სურვილი რეალობად აქცია, ბევრი იშრომა და შედეგმაც არ დააყოვნა – იტალიაში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოცურავეთა ღია ჩემპიონატზე, რომელიც 2012 წლის ლონდონის პარაოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირიც იყო, წარმატებას მიაღწია. ბრასით 50 მეტრი გაცურა და ოქროს მედალიც მოიპოვა. 100 პროცენტით უსინათლო სპორტსმენმა ამ მაჩვენებლით პირადი რეკორდი გააუმჯობესა. საქართველოს პარაოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო პარაოლიმპიურ კომიტეტში შესაბამისი თხოვნა და განაცხადი გააგზავნა. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ნიკა საქართველოდან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მეორე სპორტსმენი იქნება, ვინც ლონდონის 2012 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს. ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრებამდე ნიკა ყოველდღე თავდაუზოგავად ვარჯიშობს, ჩვენ კი ახალგაზრდა პერსპექტიურ სპორტსმენს წარმატებებს ვუსურვებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები