1 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საგადასახადო კოდექსი განმარტებებით

ჩამოტვირთვა

ონლაინ კონსულტაციები ბიზნეს სექტორის წრმომადგენლებს. შემოსავლების სამსახურმა და საკანონმდებლო მაცნემ დღეიდან ერთობლივი პროექტის განხორციელება დაიწყო. საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე საგადასახადო კოდექსს თან განმარტებები დაერთვება, რაც მომხარებელს კონკრეტული მუხლების არაერთგავროვნად აღქმას აარიდებს თავიდან. კომენტარები საკონსულტაციო ხასიათის იქნება და მომხარებელს ნორმების უკეთ აღქმაში დაეხმარება. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის განმარტებების მომზადების საკოორდინაციო საბჭოც შეიქმნა, რომლის წევრებიც უშუალოდ უწყების გარდა, ბიზნესის წარმომადგენლებიც იქნებიან. საბჭოს მიერ მიღებულ ერთობლივ გადაწყვეტილებებს იურიდიული ძალა ექნება და ვებგვერდზე ოპერატიულად განთავსდება. თუკი აქამდე ბიზნესმენებს სხვადასხვა ნორმატიული აქტის ცალ–ცალკე მოძიება უწევდათ, ახლა პრინციპი გამარტივდა. მაცნეს ვებგვერდზე კოდექსის თითოეულ მუხლს მასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტები დაერთვება. მომხარებელი მთავრობის შესაბამის დაგდგენილებასა თუ მინისტრის ბრძანებას ბმულის საშუალებით ნახავს . ბიზნეს ომბუდსმენი გიორგი პერტაია ამბობს, რომ ცვლილებები შემოსავლების სამსახურსა და ბიზნესსექტორს შორის ურთიერთობას გაამარტივებს. სიახლეს დადებითად აფასებენ ბიზნესექტორის წარმომადგენლებიც. სიახლე საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე www.macne.com.ge -ზე დღეიდან აისახება. კომენტარებს შემოსავლების სამსახური მოამზადებს და ვებგვერდის ადმინისტრაციას ოპერატიულად გადასცემს. საიტის ბაზაში საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების პირველადი ვერსიები და მათში შესული ცვლილებებია დაცული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები