1 7 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ევროპის ჩემპიონი ძიუდოისტები ლონდონის ოლიმპიადისთვის ემზადებიან

ჩამოტვირთვა

ევროპის პირველობიდან ტრიუმფით დაბრუნებული ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები დღეს საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს ეწვია. ძიუდოისტებმა ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიანტთა საპატიო დაფაზე ხელი მოაწერეს. ქართველ ძიუდოისტებმა, გასულ კვირაში ევროპის ჩემპიონატის ფინალში მასპინძელი რუსეთის გუნდი 3:2 დაამარცხეს. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე გია ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ ნაკრები არა მხოლოდ მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიადაზე, არამედ, უძლიერესად იასპარეზებს და არაერთ მედალს ჩამოიტანს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები