1 9 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბიზნეს-ომბუცმენმა პარლამენტს 2011 წლის ანგარიში წარუდგინა

ჩამოტვირთვა

ბიზნეს ომბუცმენმა, გიორგი პერტაიამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წლიური ანგარიში გააცნო. ანგარიშში 2011 წელს ბიზნესისთვის აქტუალური ძირითადი საკითხები, გადამხდელთა უფლებრივი მდგომარეობა და 2011 წლის განბმავლობაში გაწეული საქმიანობაა განხილული. გიორგი პერტაია აცხადებს, რომ მისმა აპარატმა კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანი ბევრი საკითხი მოაგვარა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ მელიქიშვილის თქმით, გასული წლის განმავლობაში დაახლოებით რამდენიმე ასეული რეკომენდაცია და შენიშვნა განიხილეს. საანგარიშო პერიოდში ბიზნეს ომბუცმენისა და აღმასრულებელი ხელისუფლების გამართული თანამშრომლობის შედეგად, ბიზნესის სფეროში წარდგენილი რეკომენდაციების 54%-ი შესრულდა, ხოლო 46%-ი ჯერაც განხილვის პროცესშია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები