1 6 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში რძისა და მინის ქარხნები გაიხსნება

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამერიკელი მილიარდერის, დონალდ ტრამპის, ვიზიტს გამოეხმაურა. როგორც მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, ტრამპთაუერის მშენებლობით საქართველო მსხვილი ინვესტორისათვის მიმზიდველი ქვეყანა გახდება. პრესსპიკერმა საქართველოში ჩინური ინვესტიციების შესხებაც ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც სვანეთში ნესკრაჰესის მშენებლობა იწყება. საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, დღეს გურჯაანში საავადმყოფოს გახსნის. როგორც მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, პრეზიდენტი ხაშურში, მინის ახალი ქარხნის მშენებლობას დაესწრება. თბილისში კი რამდენიმე დღეში რძის გადამამუშავებელი ქარხანა ამოქმედდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები