1 6 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პოლიციამ "odnoklassniki.ru"-ს თაღლითი დააკავა

ჩამოტვირთვა

ისანი-სამგორის პოლიციამ თაღლითობაში ბრალდებული ლაშა გივის ძე გოგლიძე დააკავა. გამოძების შედეგად დადგინდა, რომ ლაშა გოგლიძემ სოციალურ ქსელში თავის ვებგვერდზე განათავსა მომხმარებლის ხათუნა ხუნდაძის მეგობრის ფოტოსურათი და მონაცემები, რის შემდეგაც მეგობრის სახელით დაუკავშირდა დაზარალებულ ხათუნა ხუნდაძეს და მოტყუებით გადაარიცხინა 50 ლარი აჭარაბეთის წინასწარ მითითებულ ანგარიშზე. ხათუნა ხუნდაძემ, რომელსაც ეჭვი არ შეპარვია, რომ სოციალურ ქსელში თავის მეგობარს ესაუბრებოდა სწრაფი გადარიცხვის აპარატიდან მას აღნიშნული თანხა ჩაურიცხა. დაკავებულმა უკვე აღიარა ჩადენილი დანაშაული. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები