1 9 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქართველი მორაგბეები დღეს რუმინეთს დაუპირისპირდებიან

ჩამოტვირთვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს ევროპის ერთა თასის გათამაშების მორიგ შეხვედრას გამართავს. პრინციპულ მეტოქესთან, რუმინეთის ნაკრებთან ქართველები სტუმრად ბუქარესტში ითამაშებენ . ნაკრების მენეჯერებისა და მწვრთნელების განცხადებით, გუნდში საბრძოლო განწყობაა და ქართველი მორაგბეები მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავლენ. იგივეს ამბობენ მორაგბეებიც, თუმცა ყველა აღიარებს, რომ ჯგუფის სხვა მეტოქეებთან შედარებით რუმინეთი ძლიერი ნაკრებია და საკმაოდ რთული შეხვედრაა მოსალოდნელი. თავის მხრივ, რუმინელებმა დღევანდელი მატჩი უკვე აღიარეს ერთა თასის ფინალად, სადაც ყველაზე ძლიერი მეტოქის – საქართველოს ნაკრების დამარცხებას და მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებას გეგმავენ. რუმინეთ-საქართველოს მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები