1 4 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტრადიციული ფერების ფესტივალი ინდოეთში

ჩამოტვირთვა

ინდოეთში ტრადიციული ფერების ფესტივალი გაიმართა. მას "ჰოლი" ეწოდება და გაზაფხულის სიმბოლოა. ფესტივალის დროს ხალხი ქუჩაში გამოდის და ერთმანეთს სხვადასხვა ფერის საღებავების ფხვნილებით სავსე ტომრებს ესვრის. ინდოეთის სამხრეთით, ქალაქ უტარ პრადეშში, ტრადიციულ "ჰოლიმდე" კიდევ ერთი, "ჰოლი ლატმარის" ფესტივალი იხსნება, ისიც გაზაფხულის მოსვლასთან დაკავშირებით. ამ ფესტივალს თავისი ლეგენდაც აქვს, რომლის თანახმად, კრიშნა ქალაქ ბარსანაში ჩავიდა იმისთვის, რომ მის საყვარელს რადჰას ეეჭვიანა. შედეგად, ქალებმა სოფლიდან ყველა მამაკაცი გაყარეს. ახლაც ყოველ წელს, ამ ფესტივალის გახნის დღეს, ქალები ხელჯოხების მეშვეობით "დევნიან" მამაკაცებს. იმისათვის, რომ ქალების ხელკეტები აიცილონ, მამაკაცები საწინააღმდეგო სქესს პროვოკაციულ სიმღერებს უმღერიან. წელს ინდოეთის ფერების ფესტივალი 8 მარტს გაიხსნა და რამდენიმე დღეს გასტანს. თუმცა ამ ორ დღეში უკვე მოხდა რამდენიმე უბედური შემთხვევა. ქიმიური საღებავებით მოიწამლა 235 ადამიანი, ხოლო 13 წლის ბავშვი ამ ფესტივალს შეეწირა. ძირითადად დაზარალებულთა ასაკი 8-დან 10 წლამდე მერყეობს. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ექიმები ყოველ წელს აფრთხილებენ მოქალაქეებს ქიმიური საღებავების საფრთხესთან დაკავშირებით, თუმცა ფესტივალის მონაწილეები მათ რჩევებს არ ითვალისწინებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები