1 8 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სექსუალური ცხოვრება და ქალური პრობლემები საქართველოში

ჩამოტვირთვა

თანამედროვე ქართველი ქალბატონების სექსუალურ ცხოვრებაზე ევროპული და ამერიკული ტრადიციების გაცნობამ დიდი გავლენა მოახდინა. მდედრობითი სქესის წარმომადგენლების ერთი ნაწილი სექსუალურ ცხოვრებას ადრე იწყებს, ხოლო მეორე ნაწილი ოცნების მამაკაცის გამოჩენამდე ქალიშვილობის ინსტიტუტის ერთგული რჩება. ოცნების მამაკაცები კი ხშირად ძალიან იგვიანებენ... სპეციალისტების განმარტებით, სექსუალური ცხოვრების როგორც გვიან, ასევე ადრეულ ასაკში დაწყებას თავისი უარყოფითი მხარეები აქვს. ნაადრევი სექსუალური გამოცდილება, ხშირშემთხვევაში, სხვადასხვა დაავადებისა და არასასურველი ორსულობის გამომწვევი მიზეზი ხდება. რაც შეეხება ასაკოვან ქალიშვლილებს, მათ ფსიქიკური და ნერვული პრობლემები ხშირად ექმნებათ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობა ადამიანებში სხვადასხვა სირთულის ფსიქიკურ აშლილობებსა და დეპრესიას იწვევს, რაც მათს ცხოვრებასა და ხასიათზე მკვეთრად აისახება. ექიმების თქმით, სექსუალური ცხოვრების დაწყებისათვის იდეალური ასაკი არ არსებობს, ვინაიდან სქესობრივი მომწიფება ყველა ადამიანში სხვადასხვა დროს იწყება. თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ადამიანის ორგანიზმი მომწიფებას 17-19 წლის ასაკში ასრულებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები