1 9 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საგანგაშო რეალობა ქართულ ავიაციაში

ჩამოტვირთვა

ის დრო დამთავრდა, როდესაც ვალიკოს მსგავსად საქართველოდან რუსეთში წასვლა აუცილებელი იყო – დიდ ავიაციაში მოხვედრა დღეს დღეს აქ, ჩვენს ქვეყანაშიც შეიძლება. თუმცა, დიდი ქართულ ავიაციას რომ კარგი დღე არ უდგას ეს კიდევ ერთხელ გუშინ მტელი საქართველოს გასაგონად გაჟღერდა - პარლამენტში პრეზიდენტ სააკაშვილის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას ოპოზიციამ ქართული ავიაკომპანიების კერძოდ კი „აირზენას“ გადაუჭრელი პრობლემების თემაზე ისაუბრა. მართლა ხურავს, თუ არა „აირზენა“ რეისებს და საერთოდ რა მდგომარეობაშია ქართული ავიაცია – „აიტივი“ ამ საკითხით დაინტერესდა. ჯორჯიან ეარვეისის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა გუშინ გაჟღერებული ინფორმაცია დაადასტურა და გვითხრა, რომ ამ დროისთვის ამსტერდამის და პარიზის რეისებიმართლაც დახურულია. მიზიზე ფინანსური პრობლემებია. რა არის მიზეზი სხვადასხვა ქართულ ავიაკომპანიებში რეისების დახურვისა და რაში მდგომარეობს გამოსავალი – ამ საკითხებზე სასაუბროდ „აიტივი“ კიდევ ერთი ქართული ავიაკომპანიის „სქაი ჯორჯიას“ პრეზიდენტს გიორგი კოდუას ესტუმრა. როგორც კოდუამ განგვიმარტა, ყველა პრობლემას სფეროში კვალიფიციური კადრების არარსებობა ქმნის. ამ დეფიციტის აღმოფხვრა კი პროფესიონალთა უცხოეთიდან ჩამოყვანით შეიძლება. ამასთან აუცილებელია არსებული კადრების გადამზადება და სახელმწიფოს მხარდაჭერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული ავიაცია ვერ განვითარდება. მანამ სანამ სახლემწიფო ქართული ავიციისთვის და პროფესიონალთა გადამზადებისთვის მოიცლის, ქართულ კერძო სექტორს პოზიციების დღითიდღე დათმობა უწევს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები