0 4 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რამდენიმე დღეში გეი სამხედროთა წყვილი პოპულარობის ზენიტში მოექცა

ჩამოტვირთვა

ფოტომ, რომელიც კადრში ჩანს, ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ყველაზე პოპულარულია სოციალური ქსელების მომხმარებლებში , და იგი ჰომოსექსუალი ზღვაოსნის შინ დაბრუნებას და მეგობარ ბიჭთან შეხვედრას ასახავს. ფოტოზე კარგად ჩანს, როგორც ეხვევა სერჟანტი ბრენდონ მორგანი თავის მეგობარ მამაკაცს და ვნებიანად კოცნის. ფოტო ინტერნეტ-სივრცეში სწრაფად გავრცელდა. ის გამოქვეყნდა Facebook-ზე, პოპულარულ გეი ბლოგებსა და სხვა სოც-ქსელებში. მოკლე ხანში მას 18 000 მოწონება და 4000 კომენტარი დაუგროვდა. კომენტარები სხვადასხვა, თუმცა, უმეტესად დადებითი შინაარსის იყო. სოც-ქსელებში ფოტოზე გაკეთებულ კომენტარს სერჟანტი მორგანიც გამოეხმაურა. მან მადლობა გადაუხადა ხალხს მხარდაჭერისთვის. "ჩვენ არ გვსურდა პოპულარობის მოპოვება ან რაიმე მსგავსი. ჩვენ უბრალოდ გადავწყვიტეთ, ბოლოს და ბოლოს ერთმანეთისთვის გვეთქვა, რასაც ვგრძნობდით", - დაწერა მორგანმა facebook-ის გვერდზე. ეს სამხედრო პირების კოცნის ამსახველი პირველი ფოტო არ არის. შარშან მესამე კლასის ოფიცერმა, ციტლალიკ შნელმა და მეორე კლასის ოფიცერმა, მარისა გაეტამ მათი 80 დღიანი განშორების დასასრული ვნებიანი კოცნით აღნიშნეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები