0 6 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ენერგეტიკის სამინისტრო „რეზონანსის“ განცხადებას ეხმიანება

ჩამოტვირთვა

ენერგეტიკის სამინისტრო, ელექტროენერგიის საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით, გაზეთ რეზონანსის განცხადებას ეხმიანება. ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდა 2024 წლამდე არ მოხდება, აღნიშნული საკითხი როგორც კომისიის დადგენილებითაა დამტკიცებული, ისე საქართველოს მთავრობასა და "ინტერ რაო ეეს" შორის გაფორმებული ხელშეკრულებითაა განსაზღვრული, რომელიც ძალაში 2011 წელს შევიდა. "მემორანდუმის თანახმად, სულ მცირე 2024 წლამდე ტარიფების გაზრდა არ მოხდება. ერთადერთი, თუ ამის საშუალებას სხვადასხვა გათვლები მოგვცემს, შეიძლება, ტარიფის კლებაზე ვიფიქროთ". "რეზონანსის" ინფორმაციას, რომ "ინტერ რაო ეესთან" გაფორმებული ხელშეკრულებით, 2014 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, "ხრამჰესი 1"-ის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გასაყიდი ფასი 2,3 თეთრიდან 8,2 თეთრამდე, "ხრამჰესი 2"-ის მიერ წარმოებული ელექტროენერგია კი 3,5 თეთრიდან 9,4 თეთრამდე გაიზრდება,"ეს მხოლოდ და მხოლოდ ექსპორტზე გატანილი დენის ღირებულებას შეეხება და სამომხმარებლო ტარიფზე, რომელიც თბილისსა და საქართველოში მოქმედებს, არავითარ შემთხვევაში არ იმოქმედებს" განაცხადა-ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, გურამ ჩალაგაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები