1 7 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალი საპენსიო პაკეტის განხილვა მიმდინარე კვირიდან დაიწყება

ჩამოტვირთვა

პარლამენტი მიმდინარე კვირიდან ახალი საპენსიო პაკეტის განხილვას იწყებს. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე კი მიმდინარე კვირის დღის წესრიგში მისი ჩასმის საკითხზე იმსჯელებენ. როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განაცხადა, ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რა დახმარება ეკუთვნის სახელმწიფოსგან და ამ დახმარების მისაღებად მას სხვადასხვა უწყებებში "სირბილი" არ უნდა უწევდეს. მისი თქმით, ცვლილებებით იქნება ორი სახის პაკეტი – საპენსიო და სოციალური, რომელშიც თავმოყრილი იქნება როგორც ფულადი, ისე არაფულადი დახმარებები. ამ დახმარებების მისაღებად, ხუროშვილის განცხადებით, "ერთი ფანჯრის" პრინციპი იმოქმედებს. გარდა ამისა, ცვლილებებით იქმნება ბენეფიციართა რეესტრი, საიდანაც ნებისმიერ პირს, ნებისმიერი საჯარო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება. მომავალი კვირა პარლამენტში საკომიტეტი მოსმენებს დაეთმობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები