1 2 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რეპორტაჟი „ნინო სალუქვაძის ტირიდან“

ჩამოტვირთვა

ნინო სალუქვაძის სახელობის ტირი საქართველოში ერთადერთია, სადაც როგორც მოყვარულები, ასევე პროფესიონალი სპორტსმენები ჩემპიონატებისთვის ემზადებიან. კლუბი 2004 წელს სროლაში საქართველოსა და მსოფლიოს არარერთგზის ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ დაარსა. იმის გამო, რომ ეს კლუბი თბილისში ერთადერთია, საქართველოს ნაკრების სხვა წევრებიც ჩემპიონატებში მონაწილეობისთვის აქ ემზადებიან. ნაკრების სპორტსმენები 25-მეტრიან დარბაზში ცეცლხსასროლი იარაღით ვარჯიშობენ. შედარებით მცირე ასაკის სპორტსმენები კი 10 მეტრიან დარბაზში პნევმატური იარაღით ისვრიან. ამჟამად ნინო სალუქვაძის სახელობის კლუბის წვრები გერმანიაში იმყოფებიან, სადაც ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობისთვის ემზადებიან. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებისა და ნინო სალუქვაძის ტირის 4 წვერი და თავად ნინო სალუქვაძე გაემგზავრებიან. ევროპის ჩემპიონატი 15-21 თებერვლამდე ფინეთში გაიმართება. კლუბში ამჟამად 50-მდე სპრორტსმენი ვარჯიშობს, მათი უმრავლესობა ჩემპიონატებზე უკვე ასპარეზობს. მათ შორის კლუბის ყველაზე პატარა მონაწილე 13 წლის იოანე ჭანკვეტაძეა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს პირველობის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. კლუბში გაწერვიანება ყველა მსურველს შეუძლია, აქ მთავარი მონდომებაა და სურვილი იმისა, რომ ზუსტად გაარტყა მიზანს. თუმცა ფიზიკური მომზადების გარდა, მოთმინება და ნებისყოფა სპორტის სხვა სახეობისგან განსხვავებით აქ გადამწყვეტია. კლუბის წევრებს საშუალება აქვთ ადგილობრივ შეჯიბრებეშიც იასპარეზონ. ხშირად იმართება ასევე კლუბური ჩემპიონატებიც. როგორც ნინო სალუქვაძის სახელობის ტირის მწრთნელი ხათუნა ბერიკაშვილი ამბობს, იმისთვის რომ კლუბის წევრებმა ჩემპიონატებში იასპარეზონ, მათ 1-წლიანი მომზადება მაინც სჭირდებათ. კლუბის ყველაზე გამორჩეული წევრი რა თქმა უნდა მოქმედი სპორტსმენი თავად ნინო სალუქვაძეა. ის გარდა საქართველოს ჩემპიონობისა, არაერთგზის მსოფლიოს და ევროპის ჩეპიონია. ნინო სალუქვაძეს პირადი მწრვთნელი კი ყველა დროის საუკეთესო მსროლელი, მისი მამა ვახტანგ სალუქვაძეა. ნინო სალუქვაძე მოპოვებული ჯილდოების დიდ ნაწილს სწორედ აქ ინახავს, გამოცდილებას კი ყველა ახალგაზრდა სპორტსმენს თანაბრად უნაწილებს. კლუბის უახლოეს გეგმებში ნინო სალუქვაძის ოლიმპიადაზე გამგზავრებაა. ქართველმა სპორტსმენმა უკვე 7-ედ მოიპოვა ოლიმპიადაზე მონაწილეობის მიღების უფლება, რაც არამარტო საქართველოს არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც ქალებს შორის უპრეცნედენტო შემთხვევაა. 7 ოლიმპიადის განმავლობაში კი ნინო სალუქვაძეს ყველა სინჯის ოლიმპიური ჯილდო - ოქროს, ვრცხლისა და ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული. იმედია ქართველი სპორტსმენი საქართველოში ამჯერადაც გამარჯვებული დაბრუნდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები