1 0 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

15 ტრაგიკული წელი დამწვარ ქოხში

ჩამოტვირთვა

ამ ადამიანის ცრემლი, უდიდესი ტკივილი და ტრაგიკული განცდა მხოლოდ ერთს - ერთიან საქართველოს უკავშირდება. აი-ტვ-ის ექსკლუზივი, განსხვავებული და კიდევ ერთი შემზარავი ისტორია, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს... დევნილობა მისთვისაც ისევე აუტანელია ისევე იძულებულად გადაადგილებული სხვა პირებისთის. რთულია შეეგუო უსამართლობას და სირთულეებთან პირისპირ დარჩენილ ცხოვრებაში საკუთარი გზა იპოვო. აი-ტვ-ის უჭირს საუბარი იმაზე რაც ამ ადამიანს გადახდა... თქვენ კადრში ხედავთ ზინავიოვის ყოველდღიური ყოფის ერთ უბრალო მომენტს. ის არც ქუჩაში ცხოვრობს და არც ალკოჰოლზეა დამოკიდებული, ყოველივე ეს დრომ მოუტანა ალექსეი თავის თავს დღეს „მოხეტიალეს“ ეძახის. ეზოში ნახევრად გამომწვარი ქოხი მისთვის ერთადერთი საცხოვრებელია. პურის ფულს ნაგვის დასუფთავებით და მტვირთაობით შოულობს. თუმცა ბოლო დროს ავადმყოფობის გამო ესეც უჭირს. დაინვალიდებული ომის ვეტერანი ეროვნებით ებრაელი, ნახევრად სომეხი აფხაზეთში ქართველების მხარეს ომობდა, სისხლს ღვრიდა, ათბილიში მოხვედრის შემდეგ კი ბინა დაუყაჩაღეს, ცოლი ჯერ გაუუპატიურეს შემდეგ კი მოუკლეს. ვეტერანთა კავშირმა ვაგონი აჩუქა, თუმცა ისიც გაუყიდეს. სიკვდილთან პირისპირ დარჩენილს არაფერი დარჩენია იმის გარდა რომ თითქმის უსაფუძვლო ოპტიმიზმით იცხოვროს. სჯეროდა, უყვარდა, სწამდა - თავისუფალი საქართველოსთვის, სამშობლოსთვის, აფხაზეთისთვის როგორც საქართველოს განუყრელი ნაწილისთვის იბრძოდა. დღეს ყველაფრის გარეშე დარჩა. მიუხედავად ამისა სულიერად არ ეცემა. სჯერა რომ დედას, მამას, დებს და ძმებს, რომლებიც აფხაზეთში დატოვა კვლავ ჩაიხუტებს გულში და მშობლიურ მიწაზე ამაყად შეადგამს ფეხს. სახელმწიფოსგან დახმარებას არ იღებს. ერთი თვალით ვერ ხდევას. ამბობს რომ სათანადო სტრუქტურებს ერთხელ მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია, რის შემდეგადაც ყველანაირი იმედი გადაეწურა. ზამთრის ყინვაში სითბოს მეზობელთან ეძებს. ადამიანი, რომელიც თავად დევნილია და არ ულხინს ლიოხას უსასყიდლოდ ეხმარება. სოციალური სიუჟეტების ციკლი, რომელმაც აი-ტვ-ზე ტრადიციული სახე მიიღო მხოლოდ ერთს ემსახურება. ჩვენს ობიექტივში მოხვედრლი ადამიანების ისტორიები ერთდროულად განსხვავებულიცაა და მსგავსიც. მსგავსად წინა შემთხვევებისა, იმედ ვიტოვებთ, რომ არც ალექსეი ზინოვიოვ ის ისტორია დარჩება სახელმწიფო სტრუქტურების ან უბრალოდ კეთილი ადამიანების ყურადღების მიღმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები