1 2 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ოლიმპიურ კომიტეტში ქართველი სპორტსმენები დააჯილდოვეს

ჩამოტვირთვა

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში 2011 წლის სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესო სპორტსმენის, მწვრთნელის, გუნდის, რეგიონის, ოლიმპიური იმედის, მეცენატის და სპორტული ჟურნალისტის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საუკეთესო ნაკრები – ბორჯღალოსნები, საუკეთესო რეგიონი – აჭარა, საუკეთესო სპორტსმენი – მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა, საუკეთესო მწვრთნელები – ზაზა თურმანიძე – თავისუფალი ჭიდაობა და ჰეიუნგ ეიუნგ სეიუნგი – მშვილდოსნობა, საუკეთესო მეცენატი – პაატა კურტანიძე – ავერსი, ოლიმპიური იმედი – ბექა ღვინიაშვილი – ძიუდო, საუკეთესო ჟურნალისტი – ელენე ბილიხოძე, – ასეთია ოლიმპიური კომიტეტის მიერ სხვადასხვა ნომინაციებში დასახელებულ სპორტსმენთა და სპორტის სფეროში მოღვაწეთა და ხელშემწყობთა ჩამონათვალი. დღესვე, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე გამოავლინა საუკეთესო ათეული ანბანის მიხედვით: მამუკა გორგოძე – რაგბი, ქრისტინე ესებუა – მშვილდოსნობა,რევაზ ლაშხი – ბერძნულ–რომაული ჭიდაობა, დავით მარსაგიშვილი – თავისუფალი ჭიდაობა, მაჭავარიანი გია –ძალოსნობა, სალუქვაძე ნინო–ტყვიის სროლა, სანიკიძე ვიქტორი – კალათბურთი, პაპინაშვილი ამირანი – ძიუდო, ცხადაია მანუჩარი – ბერძნულ–რომაული ჭიდაობა, ხანჩეგაშვილი დავითი – თავისუფალი ჭიდაობა. როგორც ოლიმპიური კომიტეტის, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან ქართველი სპორტსმენები ახალ მწვერვალებს დაიპყრობენ და ოლიმპიადის თამაშებზე დიდ წარმატებებს მიაღწევენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები