2 1 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტომ კრუზი ქალის პლაცენტით დამზადებულ ნიღბებს იყენებს

ჩამოტვირთვა

ამერიკელი მსახიობი, 49 წლის ტომ კრუზი ასაკთან შედარებით საკმაოდ ახალგაზრდად გამოიყურება. მისი გარეგნობის მთავარი საიდუმლო პლაცენტის საფუძველზე შექმნილ ნიღბებშია. "შეუსრულებელი მისიის" ვარსკვლავი კოსმეტოლოგის მომსახურებით სარგებლობს, რომელიც მისთვის ნიღბებს ქალის მშობიარობის შემდეგ დარჩენილი პლაცენტით ამზადებს. "ოსკარის" გადაცემის ცერემონიამდე დაახლოებით ერთი თვე დარჩა, ამიტომ კრუზმა ”სასწაულებრივი კოსმეტიკა” კვლავ შეუკვეთა. ტომმა, რომელიც ივლისში 50 წლის გახდება, ადრე განაცხადა, რომ სიბერის არ ეშინია. ამჟამად მსახიობი კინორეჟისორ ჯოზეფ კოსინსკის სურათში "დავიწყება" თამაშობს. მას პარტნიორობას ჯეიმს ბონდის უკრაინელი გოგონა, ოლგა კურილენკო უწევს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები