1 7 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლონდონის ოლიმპიადაზე ბატუტზე მხტომელიც გვეყოლება

ჩამოტვირთვა

ლუბა გოლოვინა ბატუტზე პირველად 3 წლისა დადგა. ამბობს, რომ მას შემდეგ მთელი თავისი ცხოვრება ამ სპორტს მიუძღვნა. დღეს უკვე საქართველოს ნაკრების ლიდერი, პეკინის ოლიმპიადის მეექვსე ადგილოსანია, ლონდონის ბატუტისტთა შორის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირზე დამაჯერებლად გამოვიდა და ოლიმპიური ლიცენზიაც მოიპოვა. ქართველი სპორტსმენი მეთეთმეტე ლიცენზიანტია, რომელმაც ოლიმპიურ კომიტეტში ლიცენზიანტთა სტენდზე ავტოგრაფი დატოვა. როგორც ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ ლუბა დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და ოლიმპიადაზე საქართველოს სახელს ღირსეულად წარმოაჩენს. 21 წლის ლუბა გოლოვინას საგზური წელს პირველი ქართული ოლიმპიური ლიცენზიაა, სულ კი ქართული დელეგაცია 11 საგზურს ფლობს. ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის, გია ნაცვლიშვილის განცხადებით, ქართველი სპორტსმენები ლონდონში გასამგზავრებლად ბრძოლას აგრძელებენ. ჯამში ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე 30-32 ლიცენზიის მოპოვება იგეგმება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები