1 0 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალმა სტარტი აიღო

ჩამოტვირთვა

ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში სტარტი აიღო ოლიმპიური ჩემპიონების მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალმა, რომელშიც სუპერლიგაში მოასპარეზე 7 გუნდი მონაწილეობს: არმია, დინამო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სოხუმი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და რუსთავი. დღეს მ.ქორქია-ზ.საკანდელიძის მემორიალის სამი შეხვედრა გამართა. ერთმანეთს სოხუმი - რუსთავი, შინაგან საქმეთა სამინისტოს-თბილისის სახელმწიფო უუნივერსიტეტის და და არმია-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდნენ. დღევანდელი დღის შედეგები ასე გამოიყურება: 81–ით 61 დასრულდა სოხუმი–რუსთავის შეხვედრა „სოხუმის“ სასარგებლოდ, 105–ით 73 დაამარცხა შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი. მემორიალი 16 იანვარს გაიხსნა. პირველ დღეს ერთმანეთს შინაგან საქმეთა სამინისტოს - გუნდი ,,რუსთავი“, ,,დინამო“-საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტი და ,,სოხუმი“-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაუპირისპირდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ,,ქვემო ქართლელთა“ გუნდი დამაჯერებლად 93:79 დაამარცხა და მემორიალი გამარჯვებით დაიწყო. ,,ძალოვანთა“ შემადგენლობაში საუკეთესო ლარი ბლერი გახდა,რომელმაც 27 ქულითა და 13 შედეგიანი გადაცემით ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო რუსთაველთა რიგებში 22 ქულა ლევან ხმელიძის ანაგარიშზეა. ორმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა ვატო ბააკაშვილს, რომელმაც12 ქულა და 9 შედეგიანი მიითვალა. ტურნირის პირველ დღეს ასევე შედგა სტუ-სა და ,,დინამოს“ დაპირისპირება, სადაც დინამოელებმა სოლიდური სხვაობით, 94:73 იმარჯვეს. სადებიუტი დღის დასკვნით მატჩში ერთმანეთს სოხუმისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამარჯვებით დასრულდა - 74:69. სუპერლიგაში მოასპარეზე შვიდივე გუნდი საკმაოდ ძლიერად არის მომზადებული, ამ ეტაპზე სუპერლიგის უპირობო ლიდერი „არმიაა“. მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალის ფინალი 20 იანვარს გაიმართება, შესაბამისად „აიტივის“ მაყურებლისა და კალათბურთის გულშემატკივრისთვის სუპერლიგის გამარჯვებული გუნდის ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები