1 3 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"თედექს თბილისი" „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით

ჩამოტვირთვა

არაკომერციული ორგანიზაცია "თედის" ორგანიზებით, 11 თებერვალს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამეცნიერო კონფერენცია - "თედექს თბილისი" გაიმართება. ერთდღიანი კონფერენციის ფარგლებში, საინტერესო და კრეატიული იდეებისა გაზიარება და გაცნობა მოხდება. კონფერენციის ზოგადი თემა “გრძელვასდიანი ხედვაა“. ამ თემით, ორგანიზატორები ხაზს უსვამენ იმ იდეას, რომ თანამედროვე ადამიანების ცხოვრების სწრაფი რითმის მიუხედავად, საზოგადოებაში, ეკონომიკასა და კულტურაში მიმდინარე პროცესები თავს იყრიან განვითარებისა და ზდრის საერთო, გრძელვადიან გზაზე. ღონისძიების მთავარი ამოცანაც სწორედ იმ უნიკალური და ინოვაციური იდეებისა და მიღწევების წარმოჩენაა, რომლებსაც საფუძველი საქართველოში ან საქართველოსთან კავშირში ჩაეყარა. „თედექსი“–ს განხორციელება საქართველოში , შესაძლებელი გახდა რამდენიმე მოწინავე ქართული ორგანიზაციის თანადგომითა და დახმარებით. მათ შორის განსაკუთრებით ხაზგასასმელია საქართველოს ბანკის. ითნოვეიშენისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წვლილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები