1 4 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლადო ვარძელაშვილმა სპორტკომპლექსი „არენა“ ოფიციალურად გახსნა

ჩამოტვირთვა

დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა ოლიმპიოური კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სპორტკომპლექსი „არენა“ ოფიციალურად გახსნა. სპორტკომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2011 წელს დაიწყო, შენობას სრული კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა და განახლდა მთავარი სპორტული დარბაზი, დაიგო თანამედროვე სტანდარტების საფარი ხელბურთის, კალათბურთის, ფუტსალისა და ფრენბურთისათვის. დარბაზი 1600 მაყურებელზეა გათვლილი, ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 25 მეტრიან საცურაო აუზს, მოეწყო საკონფერენციო დარბაზი და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები. 2012 წელს სამშენებლო სამუშაოები განახლდება, დაგეგმილია 20–ნომრიანი სასტუმროსა და სამკურნალო–სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები