1 6 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შიშველი რუსი ფიფქიები და ბაიკერი თოვლის ბაბუები გაყინულ ტბაზე

ჩამოტვირთვა

ბაიკერ-შოუ თოვლის ბაბუების შესრულებით და შიშველი ფიფქიები. ახალგაზრდებმა ზამთრის ტრადიციული სამოსი გაიხადეს და ეკატერინბურგის მოსახლეობას არაორდინალური წინასაახალწლო ნუდისტური შოუ აჩუქეს. ბაიკერებთან ერთად ძალიან მაგარია. მართალია ყინავს, მაგრამ მე სიყვარულითაც მშვენივრად გავთბი. შოუ ექსტრემის ერთ-ერთი უმაღლესი კატეგორიისაა, თუმცა თოვლის ბაბუები მშვიდად გამოიყურებიან - ისინი გაყინულ ტბაზე გასაირნებისთვის საგანგებოდ არიან მომზადებულნი. 2 ბორბალზე 2000-ზე მეტი ბასრი ლურსმანი - ამას მხოლოდ ურალში თუ შეხვდებით. საკუთარ ძალებში დარწმუნებული ბაიკერები სულ მალე კონკურენციას ალბათ ირმებსაც გაუწევენ და საჩუქრების დასარიგებლად თოვლის ბაბუას ტექნიკის უახლეს მიღწევას შესთავაზებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები