1 2 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საბავშვო ევროვიზია 2011-ზე საქართველომ გაიმარჯვა

ჩამოტვირთვა

საბავშვო ევროვიზია 2011-ზე საქართველომ გაიმარჯვა. რიგით მეცხრე საბავშვო ევროფესტივალზე ჩვენი ქვეყანა გოგონათა ჯგუფმა Candy-მ წარადგინა. კონკურსში 13 ქვეყანა მონაწილეობდა. გრანდიოზული სანახაობა ერევანში ჩატარდა და მას სომხეთის მაუწყებელმა უმასპინძლა. საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული კომპეტენტურმა ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად გამოავლინეს. შეგახსენებთ რომ საქართველოსთვის ევროვიზია ჯუნიორზე ეს წარმატება პირველი არ გახლავთ. 2007 წელს მარიამ რომელაშვილმა მე-4 ადგილი დაიკავა, 2008 წელს ჯგუფი "ბზიკები" ევროვიზია ჯუნიორის გამარჯვებული გახდა; 2009-ში ჯგუფი "პრინცესები" მეექვსე ადგილზე გავიდა; 2010 წელს კი მარიამ კახელიშვილმა მეოთხე ადგილი დაიკავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები