1 1 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ივანიშვილი ამომრჩევლების ხმების ყიდვას შეეცდება“...

ჩამოტვირთვა

პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხი – ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები რამდენიმე საათის განმავლობაში იმსჯელეს. სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე არასამთავრობოების წარმომადგენლებმა პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსების, ფინანსური წყაროებისა და ხარჯების გამჭვირვალობის საკითხები განიხილეს. სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება, საქართველოს მომავალ დემოკრატიულ განვითარებაზე, ისევე როგორც ქვეყნის მიერ არჩეულ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. დღევანდელ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ რესურსებზეც იმსჯელეს. ახალი პოლიტიკური მოთამაშე, რომელსაც მოახლოებულ არჩევნებზე ამომრჩევლის ხმების ყიდვა შეუძლია, ასე შეაფასეს ოლიგარქი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. შეძლებს თუ არა ივანიშვილი მოსახლეობის ხმების ყიდვას და მოახერხებს თუ არა ყოფილი ბიზნესმენი საქართველოში რუსული ოცნებების განხორციელებას, მოახლოებული არჩევნები გვიჩვენებს. მანამდე კი არასამთავრობოები არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭირვალობის საკითხთან დაკავშირებით, პარტიებთან ერთად იმსჯელებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები