1 4 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დროის დერეფანი

ჩამოტვირთვა

დროში მოგზაურობა შესაძლებელია და ეს არ არის ფანტაზიის ნაყოფი. მათემატიკური ფორმულები, რომლებიც ჯერ-ჯერობით თეორიად რჩება, ამტკიცებენ - მოძრაობა წარსულში და მომავალში სავსებით შესაძლებელია. ეს კი გრაფიკული მოდელია - დაახლოებით ასე უნდა გამოიყურებოდეს დროის მანქანა... ორი წრის ფორმის გასასვლელი კოსმოსში, რომლებსაც დერეფანი აერთიანებს. ასეთ ზებუნებრივ ობიქტებს მეცნიერები ხვრელებს უწოდებენ. ასეთი უცნაურობის შექმნა მხოლოდ ბუნებას თუ ძალუძს. აქ ადამიანის ხელი არ ურევია. დღეს დღეობით ფიზიკოსები ამ ყველაფერს მხოლოდ თეორიულ დონეზე ამტკიცებენ, ერთადერთი მიზანი მათთვის ახლა ამ ხვრელების პოვნაა. ფიზიკოსები სერიოზულად ალაპარაკდნენ ამ საკითხზე... აქ უამრავი პარადოქსია, თუმცა დღეს თამამად ვამბობთ რომ დროში მოგზაურობა შესაძლებელია დროის მანქანის მეშვეობით. ეს ყველაფერი ძალიან რთულია, აქვე ჩნდება ფილოსოფიური პრობლემებიც, მაგრამ, ამავდროულად, საჭიროა ამ ხვრელების ძებნაც. ხვრელებს უკავშირებენ შავ ენერგიას, რომლისგანაც სამყაროს 70% შედგება. შავი ენერგია ვაკუუმია, რომელიც უარყოფითი მუხტითაა დატვირთული. ვვარაუდობთ, რომ ეს ხვრელები კოსმოსში დედამიწის განადგურებისას, აფეთქების დროს და შემდეგ უკვე დაარსების დღიდან წარმოიშვა. მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ ისინი არ უნდა აგვერიოს ე.წ შავ ხვრელებში, რომლებსაც ერთადერთი ფერით თუ გავარჩევთ ამათგან. შავი ხვრელი მილიონობით ყოფილა ჩვენს გალაკტიკაში. მათი მიზიდულობის ძალა იმდენად დიდია რომ სინათლესაც კი არ შეუძლია მათთვის წინააღმდეგობის გაწევა. ისინი იზიდავენ ყველაფერს. მიზიდულობის ძალა გააჩნია დროის ხვრელსაც, თუმცა შავისგან განსხვავებით თუ მასში ჩაიხედებით შესაძლებელია წარსულის ნახვაც შესძლოთ. ჩვენ უკვე წლებია ვცდილობთ შევისწავლოთ ეს შავი ხვრელები, წლებია ამ სფეროში სხვადასხვა ცდები ტარდება, თუმცა მხოლოდ ახლა იბადება ეჭვი რომ ამ მილიონობით შავ ხვრელს შორის შესაძლებელია დროის ხვრელებიც იყოს. დღეს-დღეობით 300-ზე მეტი შავი ხვრელია შესწავლილი. მანძილი ყველაზე ახლო ხვრელამდე, დედამიწიდან-გალაქტიკამდე უზარმაზარია. ადამიანს მასთან მოსახვედრად 25 ათასი წელი დასჭირდება, იმ შემთხვევაშიც კი თუკი დადასტურდა, რომ ეს პარალელურ სამყაროში მიმავალი გზაა, ძნელი სათქმელია როგორ მივა ადამიანი მასთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები