0 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Bambi Award 2011

ჩამოტვირთვა

გუშინ გერმანიაში, ვისბადენში Bambi Award 2011-ის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე არა მხოლოდ გერმანელი, არამედ საერთაშორისო დონის ვარსკვლავებიც იყვნენ მიწვეულნი. გერმანიაში თავიანთი "ოქროს შველის" მისაღებად სპეციალურად ამ დღისთვის ჯასტინ ბიბერი და ლედი გაგაც ჩავიდნენ. მათ რამდენიმე სიმღერაც შეასრულეს. ლედი გაგას ჯილდო ნომინაციისთვის - "საერთაშორისო პოპ-ვარსკვლავი" კარლ ლაგერფილდმა გადასცა. გაგამ ტრადიციას არც ახლა უღალატა და წითელ ხალიჩაზე ალექსანდრ მაკქვინის კაბით გამოცხადდა, რომლის ერთ-ერთი დეტალი ერთდროულად ქუდისა და მუზარადის ასოციაციას იწვევდა. ჯასტინ ბიბერს კი ჯილდო გვინეტ პელტროუმ გადასცა, რომელიც ცერემონიაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს. მსახიობი წითელ ხალიჩაზე იდეალურ ფორმაში გამოჩნდა, მას Elie Saab -ის ზურმუხტისფერი ბრჭყვიალა კაბა ამშვენებდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები