1 8 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბავშვების გარყვნაში დადანაშაულებული ოთარ კობერიძე "ალია ჰოლდინგს" უპირისპირდება

ჩამოტვირთვა

მსახიობი ოთარ კობერიძე „ალია ჰოლდინგს“ სასამართლოში უჩივის და პატივისა და ღირსების შელახვისათვის საკომპენსაციოდ 50 ათას ლარს ითხოვს. მსახიობი მედიაჰოლდინგს ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გაზეთ ქრონიკაში გამოქვეყნებულ სტატიებში მას პედოფილობაში უსამართლოდ სდებენ ბრალს. მიმდინარე წლის ზაფხულში გაზეთ ქრონიკის 4 სხვადასხვა ნომერში გამოქვეყნდა სტატიები, რომლებშიც მსახიობ ოთარ კობერიძეს ბავშვების გარყვნაში ადანაშაულებდნენ. ამონარიდი ერთ-ერთი სტატიიდან: პატივცემულ ოთარს, როგორც მიმტკიცებენ, ბავშვები, რომ არ გაერყვნა და ნახევარი საქართველო, მათ შორის ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი სახრჩობელაზე რომ არ ,,აეყვანა,, ვინ ოხერი ახსენებდა მის სახელს ცუდად?.. ბარაქალა გიგა ლორთქიფანიძისა და გიზო გაბისკირიას გენიას, მაინც რა ზუსტად შეურჩიეს ოთარ კომერიძეს პოლკოვნიკ სეხნიევის როლი ,,დათა თუთაშხიაში’’!...თუ გახსოვთ სეხნიევი გარყვნილი, ბილწი, მექრთამე და ხელიდან წასული პოლკოვნიკია, რომელსაც მუშნი ზარანდიამ დედა უტირა და გაანადგურა. თქვენ ,,ბაში-აჩუკი’’ ვერა, მაგრამ პოლკოვნიკი სეხნიევი ბრწყინვალედ ითამაშეთ, ბატონო ოთარ, რადგან სინამდვილეში ითამაშეთ თქვენი თავი და არავინ სხვა!.. ოთარ კობერიძის ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს „ალია ჰოლდინგის“ ხელმძღვანელობა. ჰოლდინგის ადვოკატი ვასილ ტიტვინიძე დღესვე საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გამოქვეყნებულ სტატიებში არ დარღვეულა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმები. გაზეთ "კვირის ქრონიკაში" გამოქვეყნებულია რესპონდენტების ინტერვიუები; მათში მოყვანილი ყველა განცხადება გაკეთებულია რესპონდენტების მიერ და შპს „ალია ჰოლდინგი“ არ არის ამ განცხადებების ავტორი. "აქვე აღსანიშნავია, რომ რესპონდენტთაგან ორმა პირმა თავიდანვე კატეგორიულად მოითხოვა, არ გამჟღავნებულიყო მათი ვინაობა, ხოლო ერთ რესპონდენტს - აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძეს საკუთარი ვინაობა არ დაუმალავს და მან "კვირის ქრონიკას" აღნიშნულ თემაზე ინტერვიუ მისცა, რაც გაზეთში სრული სახით გამოქვეყნდა კიდეც; მიუხედავად ამისა, წარმოდგენილ სარჩელში მოპასუხედ დასახელებულია მხოლოდ შპს "ალია ჰოლდინგი", - აღნიშნავს „ალია ჰოლდინგის“ ადვოკატი გავრცელებულ განცხადებაში. სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო და წინასასამართლო სხდომა 17 ნოემბრითვის ჩანიშნა. კობერიძის ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ მსახიობს სურს პროცესი იყოს მედიასაშუალების დასჯის პირველი პრეცენდენტი და კომპენსირებული თანხა უპატრონო ბავშვთა სახლებს გადაურიცხოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები